ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ჟურნალისტები გვთავაზობენ გავიხსენოთ ამ ტრადიციის ფესვები...
რბოლის გამარჯვებულისთვის შამპანურის გადაცემის ტრადიცია, პრაქტიკულად, ფორმულა 1-ის დაბადებასთან ერთად გაჩნდა - 1950 წლის 2 ივლისს, ჩემპიონატის მეექვსე ეტაპზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ რეიმსში იმართებოდა.
გრძელი და ლამაზი რბოლის ბოლოს ხუან-მანუელ ფანხიომ გაუსწრო იტალიელ ლუიჯი ფაჯოლისა და ბრიტანელ პიტერ უაიტჰედს და პირველად ისტორიაში, თავისი წარმატება შამპანურის ბოთლით აღნიშნა.
საუკეთესო ავტომრბოლელისთვის ამ სასმელის მირთმევის ინიციატივა ეკუთვნით ბიძაშვილებს - შამპანურის
ეს ინიციატივა ერთხმად მოიწონეს და გენიალურ მარკეტინგულ სვლად მონათლეს. ასე რომ, მალე ის სხვა ტექნიკურ სახეობებშიც გავრცელდა. მოეტი და შანდონი 2000 წლამდე სარგებლობდნენ საკუთარი წარმოების შამპანურის მიწოდების პრივილეგიით, XXI საუკუნის დასაწყისიდან კი ეს მისია კომპანია Mumm-ს გადააბარეს.
50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანების დასაწყისში პრიზიორები ერთი ჭიქა შამპანურით კმაყოფილდებოდნენ, მაგრამ 1967 წელს ნიჭიერმა და მხიარულმა ამერიკელმა დენ ჰენრიმ შეწყვიტა ეს ტრადიცია.
ლე მანის 24-საათიანი რბოლის მოგების შემდეგ მან მეტი ყურადღების მიპყრობა გადაწყვიტა და მაგრად შეანჯღრია მისთვის მირთმეული შამპანურის ბოთლი. საცობი ამოვარდა და ალკოჰოლური სასმელის შხაპმა მეტად ეფექტური სანახაობა წარმოქმნა.
მას შემდეგ ასეთი შხაპი ტრადიციად იქცა, მაგრამ არსებობს გამონაკლისი. მუსულმანურ ქვეყნებში, იმისთვის, რომ ადგილობრივი წეს-ჩვეულებები არ დაირღვეს, პილოტები ერთმანეთს ლიმონათით წუწავენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"