ფორმულა 1: შვებულება დასრულდა, დიდი ბრძოლა იწყება

AutoSharing Option
მოახლოვდა შემოდგომა და მასთან ერთად განახლდება ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატი. რა შედეგებს მოიტანს ბელგიის გრანპრი?

ფერნანდო ალონსოს შეუძლია, თავისი პირობები უკარნახოს კონკურენტებს, რადგან გასულ რბოლებში მეტოქეებმა ერთმანეთს ბევრი ქულა აართვეს და ამით ესპანელს საქმე გაუადვილეს.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ სპაზე ბევრის მიღწევა შეუძლიათ მიხაელ შუმახერსა და კიმი რაიკონენს, რაც ადრე არაერთხელ მომხდარა.

სხვათა შორის, 30 აგვისტოს "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ არ მიაჩნია საკუთარი თავი ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად.

"არ მგონია, რომ ზაფხულის შესვენებისას გლობალური ცვლილებები მოხდა,
- ამბობს ალონსო. - თუ ვილაპარაკებთ მხოლოდ სისწრაფეზე, ჩვენ - ბოლოები ვართ გრანდებს შორის.

უპირატესობა გვაქვს ქულებში, მაგრამ სხვა კომპონენტებში ჩამოვრჩებით. ასე რომ, საკუთარი თავი ფავორიტად არ მიმაჩნია".


თავის მხრივ, "რედ ბულის" პილოტმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ არასწორია ტიტულისთვის ბრძოლაში ფერნანდო ალონსოს აუტსაიდერად მონათვლა.

"ალონსომ სრულად დაიმსახურა პირველი ადგილი სეზონის პირველი ნაწილის შემდეგ.

ცხადი იყო, რომ ზამთრის ტესტებზე და ჩემპიონატის საწყის ეტაპებზე "ფერარი" არც ისე ძლიერად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ ალონსომ მკვეთრად მოუმატა ტემპს და მას მუდმივად პოდიუმზე ვხედავდით. ასე რომ, მე მას აუტსაიდერს ვერ ვუწოდებ",
- ამბობს გერმანელი პილოტი.

ბელგიის გრანპრი
ჩატარების ადგილი - სპა, ბელგია
წრის სიგრძე - 7 004 მ
საუკეთესო წრე - 1:45,108 (რაიკონენი, 2004)

საერთო ჩათვლა
1. ალონსო (ფერარი) - 164
2. უებერი (რედ ბული) - 124
3. ფეტელი (რედ ბული) - 122
4. ჰემილტონი (მაკლარენი) - 117
5. რაიკონენი (ლოტუსი) - 116
6. როსბერგი (მერსედესი) - 77
7. ბატონი (მაკლარენი) - 76
7. გროსჟანი (ლოტუსი) - 76

განრიგი
31 აგვისტო, 12:00 - I პრაქტიკა
31 აგვისტო, 16:00 - II პრაქტიკა
1 სექტემბერი, 13:00 - III პრაქტიკა
1 სექტემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია
2 სექტემბერი, 16:00 – რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული