ფორმულა 1: ბელგია წყალმა წაიღო

AutoSharing Option
31 აგვისტოს, ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო ბელგიის გრანპრი, თუმცა პილოტებს, ფაქტობრივად გაუცდათ ბელგიური სარბოლო უქმეების პირველი დღე. ამის მიზეზი ძლიერი წვიმა იყო.

პირველი პრაქტიკის პირველი ერთი საათის განმავლობაში, მრბოლელები ტრასაზე პრაქტიკულად არ გასულან და აქტიური მუშაობა მხოლოდ ბოლო ნახევარი საათი მიდიოდა. საუკეთესო დრო "ზაუბერის" იაპონელმა პილოტმა კამუი კობაიაშიმ აჩვენა - 2:11.389. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.

მეორე სესიის დაწყების წინ, ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა. ტრასა, ფაქტობრივად, მდინარეს დაემსგავსა, პილოტები ბოქსებში რჩებოდნენ, მთლიანად სველი მაყურებელი კი ტრიბუნებს ტოვებდა.

პირველი ტრასაზე ნიკო როსბერგი გავიდა, როცა სესიის დასრულებამდე 40 წუთი რჩებოდა. პილოტებმა რამდენიმე წრე გაიარეს და ისევ დაბრუნდნენ ბოქსებში.

მეორე სესიაში ყველაზე მეტი - ხუთი წრე ნიკო ჰიულკენბერგმა ("ფორს ინდია") გაიარა, საუკეთესო დრო კი ჩემპიონატის აუთსაიდერი გუნდის - "მარუსიას" წევრმა შარლ პიკმა აჩვენა - 2:49.354.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული