პირველი პრაქტიკის პირველი ერთი საათის განმავლობაში, მრბოლელები ტრასაზე პრაქტიკულად არ გასულან და აქტიური მუშაობა მხოლოდ ბოლო ნახევარი საათი მიდიოდა. საუკეთესო დრო "ზაუბერის" იაპონელმა პილოტმა კამუი კობაიაშიმ აჩვენა - 2:11.389. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.
მეორე სესიის დაწყების წინ, ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა. ტრასა, ფაქტობრივად, მდინარეს დაემსგავსა, პილოტები ბოქსებში რჩებოდნენ, მთლიანად სველი მაყურებელი კი ტრიბუნებს ტოვებდა.
მეორე სესიაში ყველაზე მეტი - ხუთი წრე ნიკო ჰიულკენბერგმა ("ფორს ინდია") გაიარა, საუკეთესო დრო კი ჩემპიონატის აუთსაიდერი გუნდის - "მარუსიას" წევრმა შარლ პიკმა აჩვენა - 2:49.354.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"