მიხაელ შუმახერი ბელგიის ქალაქ სპას საპატიო მოქალაქეა

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელი მიხაელ შუმახერი ბელგიის ქალაქ სპას საპატიო მოქალაქე გახდა.

ქალაქის ბურგომისტრმა იოზეფ უსამ განაცხადა, რომ შუმახერმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბელგიური ავტოდრომის - "სპა-ფრანკორშამის" საერთაშორისო აღიარებას.

სწორედ აქ ჰქონდა დებიუტი მიხაელს და სწორედ ბელგიაში მოიპოვა მან პირველი გამარჯვება. 2 სექტემბერს კი იმავე ბელგიის გრანპრიზე გერმანელი კარიერაში მე-300 რბოლას ჩაატარებს.

ეს არის მიხაელ შუმახერის დაფასების კიდევ ერთი ფაქტი. 2006 წლის 25 ოქტომბერს, შეიხმა მოჰამედ ბენ რაშიდ ალ-მაქთუმმა შუმის ხელოვნური არქიპელაგის ერთი კუნძული აჩუქა, რომლის ღირებულება 7 მილიონი დოლარია.

2008
წელს, შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციამ შუმახერს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ელჩის სტატუსი მიანიჭა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული