არ არის გამორიცხული, მომავალში გუნდებმა ტრასებზე გადახურული ბოლიდები გამოიყვანონ. შეგახსენებთ, რომ სპაზე გამართული რბოლა კინაღამ ტრაგედიით დასრულდა, როცა რომენ გროსჟანის ბოლიდმა ფერნანდო ალონსოს თავთან ძალიან ახლოს ჩაიფრინა.
"თითქმის მუდმივად გვესმის ლაპარაკი იმის შესახებ, თუ როგორ გაუმართლა ამა თუ იმ პილოტს. მაგრამ ერთხელაც, ვიღაცას არ გაუმართლებს და ყველაფერი ტრაგედიით დასრულდება, - ამბობს "მაკლარენის" ტექნიკური დირექტორი პადი ლოვე. - ვფიქრობ,
* * *
რომენ გროსჟანმა თავისი გაუფრთხილებელი საქციელის გამო სერიოზული სასჯელი მიიღო - შემდეგ რბოლას გამოტოვებს და 50 ათას ევროს გადაიხდის.
კიდევ ერთი პილოტი, რომელიც ბელგიის გრანპრის შემდეგ სტიუარდებმა დასაჯეს, "უილიამსის" წევრი პასტორ მალდონადოა. ვენესუელელი რამდენიმე სერიოზულ ინციდენტში იყო შემჩნეული. ჯერ ერთი, მან იქამდე აიღო სტარტი, სანამ პილოტებს მწვანე შუქი მისცეს. ამის შემდეგ მალდონადო "მარუსიას" გერმანელი პილოტის, ტიმო გლოკის ავარიაში იყო დამნაშავე.
რბოლის სტიუარდებმა მიიჩნიეს, რომ მალდონადოს ხუთი სასტარტო პოზიცია უნდა ჩამოერთვას იტალიის გრანპრიზე გლოკთან ავარიის გამო. კიდევ ხუთი პოზიციით დაახევინებენ მას უკან ფალსტარტის მიზეზით. გამოდის, რომ მონცას რბოლაზე ვენესუელელი ათ პოზიციას დაკარგავს კვალიფიკაციაში ნაჩვენებ შედეგთან შედარებით.
ასევე შეგახსენებთ, რომ მალდონადო ბელგიის გრანპრის კვალიფიკაციაშიც გაეხვა უსიამოვნო ინციდენტში - მას სტარტზე სამი პოზიცია წაართვეს იმის გამო, რომ ნიკო ჰიულკენბერგს საკვალიფიკაციო რბოლის დროს გზა გადაუჭრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"