გროსჟანის ჯარიმა
- რომენ გროსჟანი 1994 წლის შემდეგ პირველი პილოტია, ვინც ავარიის გამო შემდეგი რბოლის გამოტოვებით დაისაჯა. 1994 წელს ამავე მიზეზით გერმანიის გრანპრიზე ფინელი მიკა ჰაკინენი დაისაჯა. იმ სეზონში კიდევ ორმა პილოტმა მიიღო დისკვალიფიკაცია - ედი ირვაინმა და მიხაელ შუმახერმა. მათ ორ და სამრბოლიანი სასჯელი მიიღეს.
- უნდა აღინიშნოს, რომ 2005 წელს ჯენსონ ბატონი იძულებული გახდა, გამოეტოვებინა მონაკოსა და ესპანეთის ეტაპები. საქმე ისაა,
- გროსჟანი ორჯერ მონაწილეობდა ბელგიის გრანპრიზე, მაგრამ არც ერთი წრე არ გაუვლია - 2009 წელსაც პირველივე მოსახვევში მოხვდა ავარიაში, როცა ხაიმე ალგერსუარის შეეჯახა და ბატონი და ლუის ჰემილტონიც დააზარალა. მაშინაც ბრძოლას ოთხი პილოტი გამოეთიშა.
- ამ სეზონში მეორედ გროსჟანისთვის რბოლა პირველივე წრეზე დასრულდა. ავსტრალიაში მან ერთი წრე გაიარა, მალაიზიაში - სამი. მთლიანად ჩემპიონატში გავლილი დისტანციის მიხედვით, ის ბოლო ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებლით თითქმის 300 კილომეტრს აგებს ბოლოსწინა ადგილზე მყოფ მიხაელ შუმახერთან.
- თავის ხანმოკლე კარიერაში გროსჟანი შეეჯახა ალგერსუარისა და ბატონს 2009 წელს ბელგიაში, მალდონადოს ავსტრალიაში (2012), შუმახერს მალაიზიასა და მონაკოში (2012), პერესსა და სენას ესპანეთში (2012), ალონსოს მონაკოში (2012), დი რესტას ბრიტანეთში (2012), მასასა და სენას გერმანიაში (2012), ჰემილტონს, ალონსოსა და პერესს ბელგიაში (2012).
ალონსოს ბელგიური უიღბლობა
- ფერნანდო ალონსოს არასოდეს მოუგია რბოლა სპაზე და 2012 წელს ეს ტენდენცია გაგრძელდება. გარდა ამისა, შეწყდა ესპანელის 23 შედეგიანი რბოლის სერია, რომელიც ხანგრძლივობით მეორეა ისტორიაში და მხოლოდ ერთი რბოლით ჩამორჩება მიხაელ შუმახერის რეკორდს.
- "ფერარიში" ალონსოს 50 რბოლა აქვს ჩატარებული და მხოლოდ ოთხჯერ ვერ მივიდა ფინიშთან, აქედან ორჯერ - ბელგიაში.
კვალიფიკაცია
- ჯენსონ ბატონმა მერვე პოული მოიპოვა კარიერაში და ამ მაჩვენებლით რეიტინგში 33-ე ადგილზე მყოფ ჯონ სერტისსა და რიკარდო პატრეზეს გაუთანაბრდა. მოქმედ პილოტებს შორის ბატონი მერვე ადგილზეა. წინა პოული ჯენსონმა 2009 წელს, მონაკოში მოიპოვა - 60 გრანპრის წინ. სპაზე წარმატება, პირველი იყო "მაკლარენის" შემადგენლობაში.
- მეორე ადგილზე გასულმა კამუი კობაიაშიმ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა კარიერაში. ისტორიაში მხოლოდ მეორე იაპონელმა აიღო სტარტი პირველი რიგიდან - პირველი იყო ტაკუმა სატო, რომელიც 2004 წელს, ევროპის გრანპრიზე BAR-ის ბოლიდით მეორე ადგილზე გავიდა კვალიფიკაციაში.
- მეოთხე სასტარტო პოზიცია - საუკეთესოა სერხიო პერესის კარიერაში. კობაიაშისა და პერესის მეორე და მეოთხე ადგილი - საუკეთესო შედეგია "ზაუბერის" ისტორიაში.
- მეორედ ამ სეზონში სებასტიან ფეტელმა ვერ შეძლო კვალიფიკაციის ფინალში გასვლა.
რბოლა
- ჯენსონ ბატონმა კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა და გაუთანაბრდა გრემ ჰილს, ჯეკ ბრებემსა და ემერსონ ფიტიპალდის - ისინი ამ მაჩვენებლით მე-17 ადგილს იყოფენ. მოქმედ პილოტებს შორის ბატონი მეექვსეა მოგებების რაოდენობით.
- პირველად ინდოეთის 2011 წლის გრანპრის შემდეგ, რომელიც სებასტიან ფეტელმა მოიგო, გამარჯვებული სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა. ეს მით უფრო გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბელგიის წინა ცხრა გრანპრიზე ჯენსონი მხოლოდ ერთი წრე ლიდერობდა.
- "მაკლარენი" გაუთანაბრდა "ფერარის" სპაზე გამარჯვებების რაოდენობით (12). ეს ზედიზედ 50-ე შედეგიანი გრანპრი იყო "მაკლარენისთვის" და ზედიზედ მე-40 - "ფერარისთვის".
- სებასტიან ფეტელი მეორმოცედ ავიდა პოდიუმზე, 50-ე პოდიუმი მოუტანა "რედ ბულს" და პირველი თავის გუნდს ბოლო სამ გრანპრიზე.
- კიმი რაიკონენი კარიერაში 68-ედ ავიდა პოდიუმზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა რუბენს ბარიკელოს, რომელიც ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილზე იმყოფება.
- პირველად კარიერაში ბრუნო სენამ საუკეთესო წრე გაიარა. წელს ის გახდა მეცხრე პილოტი ამგვარი მიღწევით. ეს ცხრა პილოტი ექვსი გუნდის წარმომადგენელია - "რედ ბულის", "მაკლარენის", "ლოტუსის", "მერსედესის", "ზაუბერისა" და "უილიამსის".
- მეოთხე ადგილზე გასვლით ნიკო ჰიულკენბერგმა კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ასევე, თავიანთი საუკეთესო შედეგები გაიმეორეს ჟან-ერიკ ვერნმა და დანიელ რიკიარდომ - მერვე და მეათე ადგილები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"