იტალიის გრანპრი: ახლა მონცას ჯერია

AutoSharing Option
ამ უქმეებზე მონცაში ფორმულა 1-ის იტალიური ეტაპი გაიმართება. საინტერესოა, რომ ბუკმეიკერები მოხიბლულნი დარჩნენ ბელგიაში "მაკლარენის" ახალი უკანა ანტიფრთის ეფექტურობით, მაგრამ მომავალი რბოლის ფავორიტად არა ბელგიის გრანპრის ტრიუმფატორს ჯენსონ ბატონს, არამედ მის თანაგუნდელს ლუის ჰემილტონს მიიჩნევენ, რომელიც სპაზე რომენ გროსჟანის გაუფრთხილებელი მანევრის მსხვერპლი გახდა.

თუმცა გროსჟანისგან დაზარალებული ფერნანდო ალონსო "ფერარის" საშინაო ტრასაზე შეეცდება, არ გააწბილოს "სკუდერიას" გულშემატკივრები.

ასევე კარგ ფორმაში იმყოფებიან კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი: ფინელმა ბოლო ხუთი რბოლიდან ოთხჯერ მოახერხა პოდიუმზე ასვლა; გერმანელმა კი დაამტკიცა, რომ მისთვის ლოკალური პრობლემა,
მაგალითად, კვალიფიკაციაში მე-11 ადგილზე გასვლა, დიდ წინაღობას არ წარმოადგენს.

იტალიის გრანპრი
ჩატარების ადგილი - მონცა, იტალია
წრის სიგრძე - 5 793 მ
საუკეთესო წრე - 1:21,046 (ბარიკელო, 2004)
საერთო ჩათვლა
1. ალონსო (ფერარი) - 164
2. ფეტელი (რედ ბული) - 140
3. უებერი (რედ ბული) - 132
4. რაიკონენი (ლოტუსი) - 131
5. ჰემილტონი (მაკლარენი) - 117
6. ბატონი (მაკლარენი) - 101
7. როსბერგი (მერსედესი) - 77
8. გროსჟანი (ლოტუსი) - 76

განრიგი
7 სექტემბერი, 12:00 - I პრაქტიკა
7 სექტემბერი, 16:00 - II პრაქტიკა
8 სექტემბერი, 13:00 - III პრაქტიკა
8 სექტემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია
9 სექტემბერი, 16:00 – რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული