ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილმა მფლობელმა, დღეს კი BBC-ის ექსპერტმა ედი ჯორდანმა განაცხადა, რომ ლუისი დატოვებს "მაკლარენს" და კონტრაქტს "მერსედესთან" გააფორმებს. ბრიტანელი გერმანულ საჯინიბოში მიხაელ შუმახერს შეცვლის.
პარალელურად, ჰემილტონის მენეჯმენტმა - კომპანია XIX Entertainment-ის წარმომადგენელმა გამოაცხადა მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონსა და "მაკლარენის" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შესახებ.
ამ ჭორების კომენტირებისას ევროპული პრესა წერს, რომ ახლა მიმდინარეობს "მაკლარენთან" ახალი კონტრაქტის ვადებისა და თანხის განხილვა და ინფორმაცია "მერსედესთან" მოლაპარაკებების შესახებ
ამბობენ, რომ "მაკლარენი" მზად არის, ლუისს მის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს, ოღონდ, სანაცვლოდ, მრავალწლიან კონტრაქტს ითხოვსო. ჰემილტონი კი მზად არ არის ამისთვის იმ გაურკვევლობის გამო, რომელიც 2014 წელს ძრავების ახალ რეგლამენტზე გადასვლას უკავშირდება.
ამან, შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს ჩემპიონატში ძალთა გადანაწილებაზე. ლუისს ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ "მაკლარენი" არ თანხმდება ასეთი კონტრაქტისთვის დიდი ფულის გადახდას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"