ლუის ჰემილტონი: "მაკლარენი" თუ "მერსედესი"?

AutoSharing Option
ორი ურთიერთგამომრიცხავი ჭორი გავრცელდა 6 სექტემბერს ლუის ჰემილტონის მომავალი კარიერის შესახებ.

ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილმა მფლობელმა, დღეს კი BBC-ის ექსპერტმა ედი ჯორდანმა განაცხადა, რომ ლუისი დატოვებს "მაკლარენს" და კონტრაქტს "მერსედესთან" გააფორმებს. ბრიტანელი გერმანულ საჯინიბოში მიხაელ შუმახერს შეცვლის.

პარალელურად, ჰემილტონის მენეჯმენტმა - კომპანია XIX Entertainment-ის წარმომადგენელმა გამოაცხადა მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონსა და "მაკლარენის" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შესახებ.

ამ ჭორების კომენტირებისას ევროპული პრესა წერს, რომ ახლა მიმდინარეობს "მაკლარენთან" ახალი კონტრაქტის ვადებისა და თანხის განხილვა და ინფორმაცია "მერსედესთან" მოლაპარაკებების შესახებ
- ჰემილტონის ერთ-ერთი კოზირი გახლავთ.

ამბობენ, რომ "მაკლარენი" მზად არის, ლუისს მის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს, ოღონდ, სანაცვლოდ, მრავალწლიან კონტრაქტს ითხოვსო. ჰემილტონი კი მზად არ არის ამისთვის იმ გაურკვევლობის გამო, რომელიც 2014 წელს ძრავების ახალ რეგლამენტზე გადასვლას უკავშირდება.

ამან, შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს ჩემპიონატში ძალთა გადანაწილებაზე. ლუისს ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ "მაკლარენი" არ თანხმდება ასეთი კონტრაქტისთვის დიდი ფულის გადახდას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული