რობერტ კუბიცა ოფიციალურად დაბრუნდა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა რობერტ კუბიცამ კვირას პირველი ოფიციალური რბოლა ჩაატარა ცნობილი ავარიის შემდეგ, რომლის დროსაც მან უმძიმესი ტრავმები მიიღო და რეაბილიტაციას წელიწადნახევარი მოანდომა.

კუბიცა ავტოსპორტს იტალიაში, რეგიონალური მნიშვნელობის რალიში დაუბრუნდა. მან დისტანციის ოთხივე მონაკვეთზე გაიმარჯვა და წუთზე მეტით გაუსწრო უახლოეს მდევარს.

"რა თქმა უნდა, სხვანაირ დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ ესეც რბოლაა, რაც აქტიური რეაბილიტაციის საშუალებას მაძლევს, - განაცხადა კუბიცამ. - იმედია, შევძლებ ფორმულა 1-ში დაბრუნებას. სწორედ ეს მიზანი დავისახე. უკვე კარგია, რომ 20 თვის შემდეგ შემიძლია რალიში მოვსინჯო ძალები".

თავის
მომავალ კარიერაზე კუბიცა სიფრთხილით საუბრობს: "თავად არ ვიცი, რა იქნება მომავალში. რა თქმა უნდა, შევეცდები, ბოლომდე მზად ვიყო ახალი სეზონისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, მართლა შემიძლია თუ არა "სამეფო რბოლებში" დაბრუნება. სავარაუდოდ, ამის გაკეთებას 2014 წელს შევძლებ, მაგრამ მირჩევნია, ახლა ამაზე არ ვიფიქრო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული