სტატისტიკა მონცას შემდეგ

AutoSharing Option
მონცას ეტაპის შემდეგ ცნობილმა საენციკლოპედიო ბაზამ - Forix-მა მორიგი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები მოგვაწოდა...

ჰემილტონის გამარჯვება
- მონცაზე დაკავებული პირველი ადგილის შემდეგ ბრიტანელს ყველა "კლასიკურ ტრასაზე" აქვს მოპოვებული გამარჯვება - ჰოკენჰაიმზე, ნიურნბურგრინგზე, მონაკოში, მონრეალში, მონცაზე, სილვერსტოუნსა და სპაზე. მოქმედ პილოტებს შორის ასეთი შედეგით მხოლოდ მიხაელ შუმახერი დაიკვეხნის.

- კარიერაში მე-20 გამარჯვებით ჰემილტონი ყველა დროის რეიტინგში გაუთანაბრდა მე-13 ადგილზე მყოფ მიკა ჰაკინენს. მონცაზე ლუისი 48-ედ ავიდა პოდიუმზე.

1. მიხაელ შუმახერი 91
2. ალენ პროსტი 51
3. აირტონ სენა 41
4. ნაიჯელ მენსელი 31
5. ფერნანდო ალონსო 30
6. ჯეკი სტიუარტი 27
7. ჯიმ კლარკი 25
7. ნიკი ლაუდა 25
9. ხუან-მანუელ ფანხიო 24
10. ნელსონი პიკე 23
11. დეიმონ ჰილი 22
11. სებასტიან ფეტელი 22
13. მიკა ჰაკინენი 20
13. ლუის ჰემილტონი 20
- "მაკლარენისთვის" ეს იყო 180-ე მოგება ისტორიაში, მეათე მონცაზე და ზედიზედ მესამე ამ სეზონში - ასეთი სერია ბრიტანულ საჯინიბოს 2008 წლის შემდეგ არ ჰქონია.

კვალიფიკაცია
- მონცაზე პოული 23-ე იყო ჰემილტონის კარიერაში და ზედიზედ მესამე "მაკლარენისთვის" ამ სეზონში.

- მესამედ ამ სეზონში, "მაკლარენის" პილოტებმა სასტარტო ბილიკის პირველი რიგი დაიკავეს. ეს გუნდის ისტორიაში 61-ე კვალიფიკაციაა, როცა ამ გუნდის წევრებმა პირველი ორი ადგილი მოიპოვეს. ამ მაჩვენებლით რეკორდსმენები "მაკლარენი" და "უილიამსი" არიან.

- ფელიპე მასამ, პირველად ბოლო 24 გრანპრის განმავლობაში, პირველი სამეულიდან აიღო სტარტი და პირველად ბოლო 15 ეტაპის განმავლობაში, კვალიფიკაციაში აჯობა თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს.

რბოლა
- ფერნანდო ალონსო კარიერაში მეოთხმოცედ ავიდა პოდიუმზე და გაუთანაბრდა აირტონ სენას, რომელიც ამ მაჩვენებლით მესამეა რეიტინგში.

1. მიხაელ შუმახერი 155
2. ალენ პროსტი 106
3. ფერნანდო ალონსო 80
3. აირტონ სენა 80
5. რუბენს ბარიკელო 68
5. კიმი რაიკონენი 68
7. დევიდ კულტჰარდი 62
8. ნელსონ პიკე 60
9. ნაიჯელ მენსელი 59
10. ნიკი ლაუდა 54

- მეოთხე ადგილზე გასულმა ფელიპე მასამ გაიმეორა სეზონში თავისი საუკეთესო შედეგი. ზედიზედ 34 რბოლაა, ბრაზილიელი პოდიუმზე არ ასულა.

- პირველად კორეის 2010 წლის გრანპრის შემდეგ, "რედ ბულმა" ვერც ერთი ქულა ვერ აიღო რბოლაში.

- მარკ უებერმა ამ სეზონში პირველად ვერ დაასრულა რბოლა. გასულ წელს ავსტრალიელმა ასევე ვერ შეძლო მონცაზე რბოლის დამთავრება, 2009 წელს კი რობერტ კუბიცას შეეჯახა და ფინიშამდე ვერ მივიდა.

- ნიკო ჰიულკენბერგი მუხრუჭების პრობლემების გამო გამოეთიშა რბოლას. "ფორს ინდია" ამ სეზონში პირველად ვერ მივიდა ფინიშთან მექანიკული პრობლემების გამო. ერთადერთი გუნდი, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ტექნიკური სირთულე არ შექმნია, "ფერარია".

- ჯენსონ ბატონმა ამ სეზონში მესამე რბოლა ვერ დაასრულა მანქანასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული