თუმცა "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ამ მითქმა-მოთქმისთვის და გამორიცხა მომავალ წელს სერხიო პერესის "სკუდერიაში" გამოჩენა. მისი თქმით, მექსიკელ პილოტს ჯერ არასაკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ "ფერარიში" გააგრძელოს კარიერა.
"შემდეგი სეზონი? ჯერ ძალიან ადრეა. მოხარული ვარ სერხიოს გამო. მისი შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ თავის დროზე პერესის მიწვევა
ვფიქრობ, ახლა სებასტიან ფეტელი დაახლოებით იმ ფორმაშია, როგორშიც მიხაელ შუმახერი "ბენეტონში" ყოფნისას იყო. სება კარგი ახალგაზრდა პილოტია. თუ თქვენ მკითხავთ, რომელი ავტომრბოელლის ხილვას ვისურვებდა ჩემს გუნდში, მის სახელს სიამოვნებით დაგისახელებდით", - ამბობს ლუკა დე მონტეძემოლო.
* * *
იტალიის გრანპრიზე სერხიო პერესის წარმატებას გამოეხმაურა ლეგენდარული ავსტრიელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა. გასული რბოლის შესახებ საუბრისას ლაუდა არ მალავს, რომ ჯერაც მექსიკელის გამოსვლით მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფება.
"მონცაზე სერხიო ღმერთივით პილოტირებდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ის მშვიდად და უშეცდომოდ მართავდა ბოლიდს. ამ სეზონის მსვლელობისას არცერთ პილოტს არ მოუხდენია ჩემზე ასეთი ღრმა შთაბეჭდილება.
რა თქმა უნდა, მას შეუძლია უფრო სერიოზულ ამოცანებს გაუმკლავდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მალე "ფერარიში" გადავა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე არ ვუკეთებ კომენტარს ინტერნეტში გავრცელებულ ჭორებს", - ამბობს ლაუდა.
ავსტრიელმა თავის ინტერვიუში ჩემპიონობის პრეტენდენტებზეც ილაპარაკა. მისი აზრით, სებასტიან ფეტელმა, პრაქტიკულად, დაკარგა ტიტულის დაცვის შანსი და სავარაუდოდ, დარჩენილ რბოლებში ჩემპიონობას ფერნანდო ალონსო და ლუის ჰემილტონი გაითამაშებენ.
"საიმედოობის პრობლემებმა გადაუსვა ხაზი სებასტიან ფეტელის საჩემპიონო ამბიციებს. შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ გუნდმა ის უნდა გამოასწოროს და არ დაუშვას მომავალში მათი გამეორება.
თეორიულად, სებასტიანს აქვს ტიტულის შანსი, მაგრამ პრაქტიკულად უკვე აღარ მონაწილეობს ბრძოლაში.
"ფერარი" სტაბილურ შედეგებს აჩვენებს. ამიტომაც ალონსო ჩემპიონობის გზაზეა, მაგრამ შანსები "მაკლარენსაც" აქვს, რადგან მათ განკარგულებაშია ყველაზე სწრაფი მანქანა პელოტონში", - აღნიშნავს ნიკი ლაუდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"