Castrol-ის სარბოლო რეიტინგის შედეგები

AutoSharing Option
დიდი ხანია მკითხველისთვის არ მიგვიწოდებია Castrol-ის სარბოლო რეიტინგის შედეგები.

შეგახსენებთ, რომ ეს არის კლასიფიკაცია, რომელიც აბსოლუტურად ყველა სარბოლო სერიაში ითვალისწინებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ შედეგებს.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ბევრი გადაადგილება მოხდა, მაგრამ ამავდროულად, სებასტიან ფეტელი მუდმივად ინარჩუნებდა პირველ ადგილს.

თუმცა "რედ ბუდის" პილოტის ძველი უპირატესობისგან ბევრი აღარაფერი დარჩა: შარშანდელი წლის ბოლოს, მეორე ტიტულის მოპოვებისას, სებასტიანმა ფანტასტიკურ მაჩვენებელს მიაღწია - 31 ათას ქულას გადააჭარბა.

მაგრამ 2012 წლის ჩემპიონატის ყოველი რბოლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი თანდათან ქვემოთ ჩამოდის.

ახალ რეიტინგში ფეტელი
ინარჩუნებს ლიდერობას, მაგრამ უკვე მოაკრძალებული მაჩვენებლით - 23 000 ქულით. სხვათა შორის, ეს ვარდნა უკვე აისახა გუნდების რეიტინგში - გერმანიამ პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ლიდერობა ბრიტანეთს გადაულოცა.

ეს არც არის გასაკვირი - ლუის ჰემილტონი მორიგი გამარჯვებით მეხუთედან მეორე ადგილზე გადავიდა.

"მაკლარენის" პილოტი ასე მაღლა რეიტინგში შარშანდელი ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა და ახლა, ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ფეტელი ჩამოიტოვოს უკან. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ სულ ახლოს არიან ფერნანდო ალონსო, ჯენსონ ბატონი და მარკ უებერი.

უებერი, რომელიც დიდი ხანი მეორე იყო რეიტინგში, აგვისტოს შუა რიცხვებიდან მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მონცაზე გავარდნის შემდეგ კი ავსტრალიელი კიდევ უფრო ქვემოთ დაეშვა. უფრო მეტიც, უახლოეს უქმეებზე გაიმართება რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი და სებასტიან ლოებს (საუკეთესო ავტომრბოლი რეიტინგში ფორმულა 1-ის პილოტების შემდეგ) მარკის გასწრების კარგი შანსი აქვს.

ნიკო როსბერგმა, რომელმაც ძალიან მოუმატა ბოლო თვეებში და მესამე ათეულიდან პირველში აღმოჩნდა, შეინარჩუნა მერვე პოზიცია. იტალიის გრანპრიზე წარმატებულმა გამოსვლამ კიმი რაიკონენს 29-ე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა. ექვსი საფეხურით აიწია ზემოთ სერხიო პერესმა, რომელმაც მონცაზე მეორე ადგილი დაიკავა. მექსიკელი ახლა 31-ე ადგილზეა.
რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 23 000
2. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 19 537
3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 475
4. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 18 535
5. მ. უებერი (ფორმულა 1) 18 147
6. ს. ლოები (რალი) 17 613
7. უ. პაუერი (IndyCar) 15 788
8. ნ. როსბერგი (ფორმულა 1) 14 484
9. ტ. სტიუარტი (NASCAR) 14 461
10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 14 276

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული