ფელიპე მასა გინესის წიგნში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სილვერსტოუნში გაიმართა "ფერარის სარბოლო დღეები", რომელმაც გააერთიანა სახელგანთქმული იტალიური ბრენდის თაყვანისმცემლები. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა გინესის ახალი რეკორდის დამყარება. ორგანიზატორებმა დაიხმარეს "ფერარის" თაყვანისმცემელთა ადგილობრივი კლუბები და მოაწყვეს 964-მანქანიანი (ბუნებრივია, "ფერარის" მარკის) აღლუმი. მათ თითქმის ორჯერ გააუმჯობესეს წინა რეკორდი - 2008 წელს "ფუჯის" ტრასაზე 490 "ფერარი" გაიყვანეს.

აღლუმს შავი Ferrari 458 Spider-ით სათავეში ედგა ბრაზილიელი ფელიპე მასა. "ეს დაუვიწყარი სანახაობა იყო, - აღიარა "ფერარის" პილოტმა. - ჩემთვის დიდი პატივია ამ აქციაში მონაწილეობა და ერთდროულად ამდენი მანქანის ხილვა. ამ
უჩვეულო აღლუმმა, დარწმუნებული ვარ, გაახარა "ფერარის" ყველა თაყვანისმცემელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული