"ალონსო ბოლო 20 წლის საუკეთესო პილოტია. ის შუმახერზე უკეთესია, თუმცა ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან მაღალ დონესა და მინიმალურ განსხვავებებზე. მაგრამ ფერნანდო პრესინგის დროსაც მცირე შეცდომებს უშვებს და რბოლა მისი შესრულებით საოცარი სანახავია.
ხანდახან გუნდი შეცდომას უშვებს სტრატეგიის არჩევისას, მაგრამ ნანდო ახერხებს დაკარგულის ანაზღაურებას. ხოლო, როცა ის ლიდერის პოზიციაზეა, 90 პროცენტი პირველ ადგილზე ასრულებს რბოლას, თუნდაც მისი მანქანა არაკონკურენტუნარიანი იყოს. ის ცხოვრობს და სუნთქავს ავტოსპორტით",
საერთო ჯამში, ბრიატორეს მიაჩნია, რომ ალონსოს შეუძლია მოიგოს წლევანდელი ჩემპიონატი, მაგრამ "ფერარიმ" უნდა გააუმჯობესოს ბოლიდი, რათა ფერნანდომ მოიგოს თუნდაც ერთი რბოლა ისე, რომ "მაკლარენი" მეორე ადგილზე არ გავიდეს.
იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ფორმულა 1-ში "რედ ბულის" ეპოქა დასრულდა, იტალიელმა აღნიშნა: "მე ასე არ ვფიქრობ". ამავდროულად, მან შეაქო "ზაუბერი". ამ გუნდის მაგალითი ამტკიცებს, რომ "ფული ყოველთვის მთავარი არ არის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"