ფორმულა 1-ის 2013 წლის ჩემპიონატის კონტურები

AutoSharing Option
გამოცემა Pitpass-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის კალენდრის წინასწარი ვერსია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ახალ კალენდარში არ მოინახა ადგილი ევროპის გრანპრისთვის, რომელიც ვალენსიაში იმართებოდა, მისი ადგილს კი ახალი რბოლა დაკავებს - ნიუ ჯერსის გრანპრი.

თუ ნიუ იორკში ამ ეტაპის ორგანიზატორები ყველა დანაპირებს შეასრულებენ და გრანპრის ჩაატარებენ, მაშინ 1984 წლის შემდეგ პირველად, ფორმულა 1-ის ერთ სეზონში აშშ-ში ორი რბოლა გაიმართება (1984 წელს კალენდარში იყო დეტროიტისა და დალასის რბოლები).

სხვა სერიოზული ცვლილებები არ არის - ტრადიციულად, ჩემპიონატი გაიხსნება ავსტრალიაში რბოლით, ამას მოჰყვება აზიური
ეტაპები, შემდეგ კი "დიდი ცირკი" ევროპაში გადმოინაცვლებს. შემდეგ იქნება ორი ჩრდილოამერიკული ეტაპი, ისევ ევროპა, ბოლოს აშშ და ბრაზილიაში დასკვნითი ეტაპი.

შევნიშნავთ, რომ კალენდარი წინასწარია (მასში თარიღებიც არ არის მითითებული) და ის უნდა დამტკიცდეს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს სხომაზე.

მანამდე კი პროექტს ასეთი სახე აქვს:
1. ავსტრალია (მელბურნი)
2. მალაიზია (სეპანგი)
3. ჩინეთი (შანხაი)
4. ბაჰრეინი (საჰირი)
5. ესპანეთი (ბარსელონა)
6. მონაკო (მონტე კარლო)
7. კანადა (მონრეალი)
8. ნიუ ჯერსი (ნიუ იორკი)
9. ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
10. გერმანია (ჰოკენჰაიმი)
11. უნგრეთი (ბუდაპეშტი)
12. ბელგია (სპა)
13. იტალია (მონცა)
14. სინგაპური (სინგაპური)
15. იაპონია (სუზუკა)
16. კორეა (იონამი)
17. ინდოეთი (ნიუ-დელი)
18. აბუ დაბი (აბუ დაბი)
19. აშშ (ოსტინი)
20. ბრაზილია (სან პაულუ)

* * *
გერმანულ პრესაში უკვე დარწმუნებით წერენ იმის შესახებ, რომ ამ სეზონის შემდეგ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი დატოვებს "მერსედესს". ჟურნალისტები მის ადგილს ბრიტანელ ლუის ჰემილტონს უწინასწარმეტყველებენ.

მაგრამ, არსებობს იმის შანსი, რომ ლეგენდარული პილოტი უმუშევარი არ დარჩება. შუმახერის გადაბირების სურვილს გამოთქვამს შვეიცარიული
საჯინიბო "ზაუბერი".

"თუ მიხაელი უმუშევარი დარჩა, არც დავფიქრდები, ისე შევთავაზებთ მას კონტრაქტს", - ამბობს საჯინიბოს მფლობელი პეტერ ზაუბერი.

* * *
21 სექტემბერს გაიმართა სინგაპურის გრანპრის ორი თავისუფალი ვარჯიში. პირველი სველ ასფალტზე ჩატარდა, რადგან პრაქტიკის წინ გაწვიმდა და პილოტები საშუალედო და წვიმის საბურავებით გავიდნენ.

მრბოლელები შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. საუკეთესო წრე სებასტიან ფეტელმა დააფიქსირა - 1.50,566.

მეორე სესიისას ასფალტი მშრალი იყო და გუნდებმა დასახული გეგმით დაიწყეს მუშაობა, საუკეთესო დრო კი ისევ ფეტელმა აჩვენა - 1.48,340.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული