Ferrari 150° Italia - სათამაშოა თუ ნამდვილი?

AutoSharing Option
იმ გულშემატკივრებს, რომლებიც წელს სინგაპურის გრან პრის ეწვევიან, საშუალება ექნებათ იხილონ არა მხოლოდ ფორმულა 1-ის ნამდვილი მანქანები, არამედ ნატურალური სიდიდის სათამაშო "ფერარი".

ის მთლიანად Lego-ის კონსტრუქტორისგან არის აწყობილი.

16 გამოცდილი პროფესიონალისგან შემდგარმა ბრიგადამ შექმნა შარშანდელი Ferrari 150° Italia. ეს აქცია ერთობლიდან მოაწყვეს სანავთობო გიგანტმა Shell-მა და დანიურმა კომპანია Lego-მ.

პროექტის განხორციელებას დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდა, თუმცა ამ დროის 99 პროცენტი დაგეგმვაში დაიხარჯა, შემდეგ კი მანქანა რამდენიმე ასეული ათასი ნაწილისგან 10 დღეში ააწყვეს. ისინი წინასწარ შექმნილ ფოლადის კარკასზე დაამაგრეს.

ავტომობილზე დაყენებულია
"პირელის" ნამდვილი სარბოლო საბურავები, სავარძელიც ნამდვილია და მასში თავისუფლად მოთავსდება მრბოლელი. რაც შეეხება საჭეს, ისიც მთლიანად საბავშვო კონსტრუქტორის დეტალებისგან არის აწყობილოი.

ათი დღის განმავლობაში, სათამაშო Ferrari 150° Italia სინგაპურის ქუჩებში იქნება გამოფენილი იმ სარეკლამო აქციის ფარგლებში, რომელსაც Shell ატარებს: ყველა, ვინც საწვავის ავზს ამ ჰოლანდიურ-ბელგიური კომპანიის ადგილობრივ გასამართ სადგურებში აავსებს, ამ მანქანის მინიატურულ მოდელს მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული