ბერნის ციხეში უშვებენ?

AutoSharing Option
გამოცემა Sueddeutsche Zeitung ამტკიცებს, რომ მიუნხენის პროკურატურა მზად არის, ბრალი წაუყენოს ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს კორუფციისთვის. გერმანელი ჟურნალისტების აზრით, ბრალდება, შესაძლოა, ეფუძნდებოდეს გასამართლებული ბანკირის, გერჰარდ გრიბოვსკის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ გერჰარდ გრიბოვსკის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ექლსტოუნისგან ქრთამის მიღების გამო. ეს მაშინ მოხდა, როცა გრიბოვსკიმ 2005 წელს ფორმულა 1-ში BayernLB-ის წილი მიჰყიდა საინვესტიციო ფონდ CVC Capital Partners-ს. ბერნიმ ბანკირს თანხა გადაუხადა, რათა მას არ განეხილა ალტერნატიული წინადადება აქციების გაყიდვაზე.

ახლა გერმანიის პროკურატურა მზად არის, ბრალი წაუყენოს ბერნი ექლსტოუნს სახელმწიფო მოსამსახურის
მოსყიდვისთვის. ქრთამის მიღების მომენტში გრიბოვსკი სახელმწიფო ბანკის - BayernLB-ის თანამშრომელი იყო.

გრიბოვსკი ამტკიცებს, რომ ბერნიმ იცოდა ბანკირის სტატუსი. თავის მხრივ, ექლსტოუნი ირწმუნება, რომ ბანკირი მას სძალავდა თანხას 44 მილიონი დოლარის ოდენობით.

თუ სასამართლო ექლსტოუნის გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაშინ "დიდი ცირკის" მფლობელს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული