ოსტინის რბოლა - რიგით მეცხრამეტეა წლევანდელ კალენდარში. ეტაპი 18 ნოემბერს გაიმართება და ეს იქნება 2007 წლის შემდეგ პირველი გრანპრი, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე ჩატარდება.
ადრე ამ ეტაპის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ავტოდრომის მფლობელებსა და ბერნი ექლსტოუნს შორის უთანხმოების გამო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გასული წლის ბოლოს ტრასაზე სამუშაოები შეჩერებული იყო.
როგორც იცით, მომავალ წელს აშშ-ის ტერიტორიაზე ორი რბოლის გამართვაა დაგეგმილი -
მაგრამ 26 სექტემბერს ბერნი ექლსტოუნმა ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ეს რბოლა 2013 წლის კალენდარში მოხვდეს.
"ამერიკის გრანპრის ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს ხელშეკრულების პირობების შესრულება - ბოლო ვადა თითქმის ამოიწურა. ასე რომ, ამ მომენტისთვის მათ არ აქვთ რბოლის ჩატარების კონტრაქტი.
მალე ოფიციალურად დამტკიცდება 2013 წლის ჩემპიონატის კალენდარი და იქ ნიუ ჯერსის რბოლის მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ ვფიქრობ, 2014 წელს ამერიკის გრანპრი ჩატარდება, რადგან ორგანიზატორებმა დიდი გზა გაიარეს და ძალიან ბევრი სამუშაო ჩაატარეს", - ამბობს ექლსტოუნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"