მაკლარენი გუნდურ ტაქტიკაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
"მაკლარენის" ხელმძღვანელობამ მიანიშნა იმის შესახებ, რომ სინგაპურის ეტაპის შემდეგ მისი გუნდის პილოტმა - ჯენსონ ბატონმა, შესაძლოა, საკუთარი გამოსვლები მსხვერპლად შესწიროს იმას, რომ მისმა თანაგუნდელმა ლუის ჰემილტონმა საჩემპიონო ტიტულისთვის იბრძოლოს.

"მე და ჯენსონს საუბარი გვქონდა, რომელიც მან დაიწყო. ის ძალიან ძლიერი ადამიანია, მაგრამ გუნდური მოთამაშეცაა. ის, რაც უახლოეს რბოლებში მოხდება, მისი ინიციატივა იქნება. მე მას ასეთ რამეს არასოდეს მოვთხოვ.

თუ ჯენსონი გუნდის სასიკეთოდ იმოქმედებს, ეს მოხდება მხოლოდ მისი სურვილის მიხედვით", - ამბობს უიტმარში BBC-ისთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული