რა თქმა უნდა, უქმეების მთავარი უიღბლო ლუის ჰემილტონი იყო. გამარჯვების ნაცვლად, რომელზეც ბრიტანელი სრულიად სამართლიანად აცხადებდა პრეტენზიას, მას ტექნიკური პრობლემის გამო რბოლიდან გამოვარდნა ელოდა.
რა თქმა უნდა, პოულისთვის და 23 წრე ლიდერობისთვის ბრიტანელმა ქულების გარკვეული რაოდენობა მიიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შარშან, ამავე პერიოდში მიღებული ქულების დასაცავად, რადგან ერთი წლის წინ ბრიტანელი მეოთხე ადგილზე გავიდა.
საბოლოოდ, ჰემილტონმა არა მარტო გაირთულა ტიტულისთვის ბრძოლის შანსები, არამედ აღნიშნულ რეიტინგში ორი კვირის
"ფერარის" ლიდერმაც დაკარგა ქულები, ოღონდ გაცილებით ნაკლები - ერთი წლის წინ ის მესამე იყო. სხვათა შორის, იგივე ითქმის სებასტიან ფეტელსა და ჯენსონ ბატონზე - მათ 2011 წლის შედეგი გაიმეორეს, მაგრამ უფრო ნაკლები სარეიტინგო ქულები მიიღეს, ვიდრე დაკარგეს.
ასე რომ, სიტუაციას შეიძლება უნიკალური ვუწოდოთ - პირველმა ოთხეულმა გასულ უქმეებზე დაკარგა ქულები. მოგებული მხოლოდ მარკ უებერი დარჩა, რადგან მან შარშან ფინიშამდე ვერ მიაღწია, ახლა კი მე-11 ადგილზე გავიდა. ამით ავსტრალიელმა ისევ გაუსწრო სებასტიან ლოებს და მეხუთე ადგილზე გადავიდა.
თავად ლოებმა ამასწინ განაცხადა, რომ მომავალ წელს სურს შეუხამოს ერთმანეთს რალის ცალკეულ ეტაპებზე გამოსვლა და მსოფლიო ტურინგის რბოლები - საინტერესოა, როგორ აისახებ ეს მის რეიტინგზე.
რადგან ლაპარაკი ჩამოვარდა რალის ტურნირზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ კიმი რაიკონენი. ფინელი ამ სეზონში მხოლოდ აგროვებს ქულებს და თითქმის არაფერს კარგავს, რადგან შარშან, 2011 წელს რალიში გამოდიოდა.
მართალია, სინგაპურში მოპოვებულ მეექვსე ადგილს მაღალ შედეგს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ფინელს ამან რეიტინგში 27-ე პოზიციამდე ასვლის საშუალება მისცა - კიმიმ ფელიპე მასას გაუსწრო. გასაგებია, რომ სეზონის ბოლომდე რაიკონენი მხოლოდ წინ ივლის.
რაც შეეხება გუნდების რეიტინგს, ჰემილტონის წარუმატებლობამ ის გამოიწვია, რომ გერმანიამ ჩამოაქვეითა უმაღლესი საფეხურიდან ბრიტანეთი. მესამე კვლავაც ავსტრალიაა.
რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 22 650
2. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 450
3. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 19 032
4. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 18 510
5. მ. უებერი (ფორმულა 1) 18 397
6. ს. ლოები (რალი) 18 389
7. უ. პაუერი (IndyCar) 15 786
8. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 088
9. ნ. როსბერგი (ფორმულა 1) 14 974
10. ტ. სტიუარტი (NASCAR) 13 981
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"