არადა, დიდი ხანი დადიოდა ჭორი იმის შესახებ, რომ მექსიკელს "ფერარიში" ფელიპე მასა უნდა შეეცვალა.
ამიტომაც ღიად რჩება საკითხი - ვინ გახდება მომავალ წელს ფერნანდო ალონსოს პარტნიორი? იტალიურმა ჟურნალმა Autosprint-მა საკუთარი ვერსია წარმოადგინა.
გამოცემის აზრით, ფელიპე მასა შეინარჩუნებს ადგილს "სკუდერიაში" მომავალი სეზონისთვის, თუმცა ბრაზილიელს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, 2014 წელს კი მას სხვა პილოტი შეცვლის.
Autosprint-ს მიაჩნია, რომ "ფერარი" ეცდება სებასტიან ფეტელის ხელში ჩაგდებას, რომელსაც არა
სებასტიან ფეტელისა და "რედ ბულის" კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდეა ძალაში, თუმცა შესაძლებელია მისი 2013 წლის ბოლოს გაწყვეტა.
ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ წელიწადნახევრის შემდეგ გერმანელი პილოტი წითელ კომბინეზონში გამოწყობილი გამოგვეცხადოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"