"სეზონის შემდეგ ფორმულა 1-ის დატოვება გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია მსოფლიოს საუკეთესო პილოტებთან ბრძოლა. ამის გამო სიამაყის გრძნობა მიპყრობს და ნაწილობრივ ამ მიზეზით ერთხელაც არ მინანია ჩემი დაბრუნების გამო. შემიძლია კმაყოფილი ვიყო საკუთარი სამუშაოთი და იმით, რომ მუდმივად ვპროგრესირებდი ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როცა ავტოსპორტს უნდა გამოვეთხოვო.
ბოლო რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში
2009 წლის ბოლოს ვამბობდი, რომ მინდა ჩემს შესახებ რეალური მიღწევებით იმსჯელონ. ამიტომაც იყო ბოლო სამ წელიწადში ამდენი კრიტიკა, რაც, ნაწილობრივ, გამართლებული გახლდათ. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს - ვერ შევძელით ტიტულისთვის ბრძოლა და მუდმივად ვაგვარებდით მანქანასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, მაგალითად, გულღია ურთიერთობა ისე, რომ არ დაკარგო მოტივაცია. წაგებამ შეიძლება უფრო მეტი გასწავლოს, ვიდრე გამარჯვებამ და მე ეს არ ვიცოდი ჩემი კარიერის პირველ ნაწილში. უნდა დააფასო ის, რაც ნამდვილად გიყვარს და მე შევძელი, ამისთვის სულ სხვა თვალით შემეხედა.
მინდა მადლობა გადავუხადო Daimler-ს, Mercedes-Benz-ს და გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის; მადლობა ვუთხრა მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი მადლიერება ჩემს ოჯახს ეკუთვნის, რომელიც იზიარებდა ჩემს სიხარულს და ისე ცხოვრების საშუალებას მაძლევდა, როგორიც მე მსურდა", - წერია მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის განცხადებაში.
* * *
რა თქმა უნდა, შუმახერის განცხადება 4 ოქტომბრის დღის მთავარი მოვლენა იყო, მაგრამ ასევე საინტერესო გახლდათ ინფორმაცია მსოფლიოს კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონის, კიმი რაიკონენის შესახებ. კერძოდ, უახლოეს დღეებში ფინელი პილოტის გუნდი - "ლოტუსი" კიმისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს.
ბრიტანული Autosport-ის ინფორმაციით, სინგაპურის უქმეებისას გუნდმა გამოიყენა კონტრაქტში არსებული პუნქტი და 2013 წლის ბოლომდე გააგრძელა ხელშეკრულება.
* * *
მომავალ უქმეებზე კი იაპონიაში გაგრძელდება ტიტულისთვის ბრძოლა. ბევრმა ექსპერტმა გამოაცხადა, რომ ჩემპიონობისთვის მხოლოდ ორი პილოტი - ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი იბრძოლებენ, მაგრამ 4 ოქტომბერს "მაკლარენის" ხელმძღვანელობამ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა - ბრიტანულ გუნდს ორივე ჩათვლაში პირველობა სურს...
უახლოეს დღეებში ასევე გაიმართება რალის მომდევნო ეტაპი. ფრანგი სებასტიან ლოები ახლოა მეცხრე ტიტულთან და შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩემპიონობა სწორედ სამშობლოში გაიფორმოს.
ფორმულა 1
იაპონიის გრანპრი
ჩატარების ადგილი - სუზუკა, იაპონია
წრის სიგრძე - 5 807 მ
საუკეთესო წრე - 1:31,540 (რაიკონენი, 2005)
საერთო ჩათვლა
1. ალონსო (ფერარი) - 194
2. ფეტელი (რედ ბული) - 165
3. რაიკონენი (ლოტუსი) - 149
4. ჰემილტონი (მაკლარენი) - 142
5. უებერი (რედ ბული) - 132
6. ბატონი (მაკლარენი) - 119
7. როსბერგი (მერსედესი) - 93
8. გროსჟანი (ლოტუსი) - 82
განრიგი
5 ოქტომბერი, 05:00 - I პრაქტიკა
5 ოქტომბერი, 09:00 - II პრაქტიკა
6 ოქტომბერი, 06:00 - III პრაქტიკა
6 ოქტომბერი, 09:00 - კვალიფიკაცია
7 ოქტომბერი, 10:00 - რბოლა
რალი
საფრანგეთი
შტაბი - ელზასი
საფარი - ასფალტი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა - 22
დისტანცია - 404,90 კმ
საერთო ჩათვლა
1. ლოები (სიტროენი) - 219 ქულა
2. ჰირვონენი (სიტროენი) - 158
3. პ. სოლბერგი (სიტროენი) - 1119
4. ოსტბერგი (ფორდი) - 114
5. ლატვალა (ფორდი) - 113
6. ნოვიკოვი (ფორდი) - 63
7. პროკოპი (ფორდი) - 40
8. ნოივილი (სიტროენი) - 38
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"