"ჰონდა" შესაძლოა ფორმულა 1-ში დაბრუნდეს

AutoSharing Option
2008 წლის ბოლოს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, იაპონურმა ავტოკონცერნმა "ჰონდამ" ფორმულა 1-ში საკუთარი პროგრამის შეჩერება გადაწყვიტა.

დღეს კი კომპანიაში განწყობა შეიცვალა - ამას წინათ, ბრიტანულ Autocar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ჰონდას" აღმასრულებელმა დირექტორმა იოშიჰარუ იამამოტომ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ჩემპიონატში დასაბრუნებლად, თუმცა არც თარიღი დაუსახელებია და არც ფორმულა 1-ში მონაწილეობის სტატუსი.

"არ შემიძლია "ჰონდას" სახელით ლაპარაკი, მაგრამ პირადად მე მომწონს ავტოსპორტი. თუმცა ფორმულა 1-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ეს არის ავტოსპორტის მწვერვალი, რომელიც უდიდეს მიზანმიმართულებას მოითხოვს.

ჩვენ თვალს ვადევნებთ რბოლებს
და ერთხელ ისევ მივიღებთ მასში მონაწილეობას. პირადად მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ შევძლებთ უახლოეს მომავალში დაბრუნებას, მაგრამ ტექნიკურ რეგლამენტში მოსალოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება დაგვაინტერესოს.

რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ცვლილებებს და თუ მთავარი წესები ფორმულა 1-ში დაბრუნების საშუალებას მოგვცემს, ამას სიამოვნებით გამოვიყენებთ.

ახლა ჩვენი პირველადი ამოცანა - WTCC-ის სერიაში გამარჯვებაა. ამის შემდეგ ჩვენ, ალბათ, გავაანალიზებთ ავტოსპორტში უფრო ფართო მოღვაწეობას", - ამბობს იამამოტო.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა არაოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან ფორმულა 1-ში მომავალი პროგრამის შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული