დღეს კი კომპანიაში განწყობა შეიცვალა - ამას წინათ, ბრიტანულ Autocar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ჰონდას" აღმასრულებელმა დირექტორმა იოშიჰარუ იამამოტომ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ჩემპიონატში დასაბრუნებლად, თუმცა არც თარიღი დაუსახელებია და არც ფორმულა 1-ში მონაწილეობის სტატუსი.
"არ შემიძლია "ჰონდას" სახელით ლაპარაკი, მაგრამ პირადად მე მომწონს ავტოსპორტი. თუმცა ფორმულა 1-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ეს არის ავტოსპორტის მწვერვალი, რომელიც უდიდეს მიზანმიმართულებას მოითხოვს.
ჩვენ თვალს ვადევნებთ რბოლებს
რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ცვლილებებს და თუ მთავარი წესები ფორმულა 1-ში დაბრუნების საშუალებას მოგვცემს, ამას სიამოვნებით გამოვიყენებთ.
ახლა ჩვენი პირველადი ამოცანა - WTCC-ის სერიაში გამარჯვებაა. ამის შემდეგ ჩვენ, ალბათ, გავაანალიზებთ ავტოსპორტში უფრო ფართო მოღვაწეობას", - ამბობს იამამოტო.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა არაოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან ფორმულა 1-ში მომავალი პროგრამის შესახებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"