მაგრამ სტარტზე უფრო სწრაფი რეაქცია ფეტელს აღმოაჩნდა და პირველ მოსახვევში ლიდერობა მოიპოვა.
უებერმა სცადა დაკარგულის დაბრუნება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შემდეგ კი მას ფერნანდო ალონსომ შეუტია, რომელმაც, თავის მხრივ, მესამე ადგილი წაართვა სტარტზე ლუის ჰემილტონს. ამ უკანასკნელს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში ხისტი მანევრი დასჭირდა კიმი რაიკონენის შესაჩერებლად. ფინელი შეყოვნდა და იძულებული გახდა, ფელიპე
მეშვიდე წრეზე პელოტონი ძალიან გაიწელა და პირველ ათეულში არ აღმოჩნდა დუეტი, რომელშიც ბრძოლას ვნახავდით. ფეტელსა და უებერს შორის სხვაობა წამნახევარს აღწევდა, ალონსო კი სამი წამით ჩამორჩებოდა ამ დუეტს. ჰემილტონი მასას წამზე მეტით დაშორდა, ბრაზილიელზე წამით უკან იყო რაიკონენი. ხუთი წამის მოშორებით მოძრაობდა ჰიულკენბერგის, გროსჟანის, პერესისა და შუმახერის წყვილი.
პირველი პიტსტოპების შემდეგ ფეტელმა შეინარჩუნა ლიდერობა - უებერს ოთხი წამით უსწრებდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ჰემილტონი ძალიან მიუახლოვდა ალონსოს. მასა ისევ მეხუთე ადგილზე იყო, მეექვსეზე - რაიკონენი. შემდეგ მოდიოდნენ ჰიულკენბერგი, გროსჟანი, რიკარდო და შუმახერი.
თანდათან ჰემილტონის მანქანამ მოჭიდების ძალა დაკარგა, რის გამოც ინგლისელი ძალიან ჩამორჩა ალონსოს, 21-ე წრეზე კი წინ გაუშვა მასა. სამი წრის შემდეგ ლუისს რაიკონენმაც გაუსწრო, თუმცა შემდეგ მოსახვევში "მაკლარენმა" მოახერხა კონტრშეტევა.
26-ე წრეზე ჰემილტონმა მეორე პიტსტოპზე ბოქსებში შეუხვია. 35-ე წრეზე ალონსომ იგივე გააკეთა. ყველაზე ბოლოს ბოქსებში შევიდნენ ფეტელი, მასა და რაიკონენი.
ფეტელი ისევ პირველი იყო, მაგრამ მისი უპირატესობა უებერზე რვიდან ხუთ წამამდე შემცირდა. ალონსო უებერთან ოთხწამნახევარს აგებდა, თანაგუნდელზე სამი წამით უკან იყო მასა. მყარად დამკვიდრდა მეხუთე პოზიციაზე რაიკონენი - ის ჰემილტონს შვიდ წამს უგებდა.
მე-40 წრეზე ჰემილტონს, რომელიც "კატერჰემების" ტემპში მოძრაობდა, გროსჟანი და ჰიულკენბერგი დაეწივნენ. სანამ გროსჟანი ბრიტანელის გასწრების შესაძლებლობას ეძებდა, ორივეს ჰიულკენბერგმა გაუსწრო. 42-ე წრეზე ბრიტანელს მესამე პიტსტოპი მოუწია და შესაბამისად, გროსჟანიც წინ გაუშვა. ლუისი მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ამასობაში ფეტელის უპირატესობა უებერზე ათ წამამდე გაიზარდა. ოთხი წამით უკან იყო ალონსო. მასას რადიოთი მისცეს ბრძანება, რომ ოდნავ შეენელებინა ტემპი და ფერნანდოსთვის ტიტულისთვის ბრძოლაში არ შეეშალა ხელი. მეხუთე ადგილზე მყოფ რაიკონენს ხელს არავინ უშლიდა - მას ცხრა წამით ჩამორჩებოდნენ ჰიულკენბერგი და გროსჟანი.
მეათე ადგილზე მყოფი ჰემილტონი წინსვლას ცდილობდა და კვალში ედგა "ტორო როსოს" წევრებს, მაგრამ ერთ ეპიზოდში ლუისის ბოლიდს უსაფრთხოების ზონის ხელოვნული ბალახი მოედო და ბრიტანელმა ერთბაშად დაკარგა ტემპი. ჰემილტონს მეათე ადგილის დაცვა მოუწია სერხიო პერესისგან და საბოლოოდ, შეინარჩუნა ერთი ქულა.
სებასტიან ფეტელმა დამაჯერებლად მოიპოვა კარიერაში 25-ე გამარჯვება. გერმანელისთვის ეს იყო ზედიზედ მესამე მოგება მიმდინარე სეზონში და ზედიზედ მეორე - კორეაში. მარკ უებერი ივლისის შემდეგ პირველად ავიდა პოდიუმზე, ფერნანდო ალონსო კი ბოლო ოთხ რბოლაში მესამედ მივიდა ფინიშთან მესამე პოზიციაზე.
ფელიპე მასამ მეოთხე ადგილზე დაასრულა რბოლა და ეს მისი ზედიზედ მეექვსე შედეგიანი ეტაპი იყო. რბოლის შემდეგ "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ განაცხადა, რომ იტალიური საჯინიბო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ბრაზილიელთან კონტრაქტის გაგრძელებას.
კიმი რაიკონენი ბოლო ცხრა რბოლაში მეშვიდედ შევიდა პირველ ხუთეულში. კარგი უქმეები ჰქონდა "ტორო როსოს", რომლის პილოტებმა დაბალი პოზიციებიდან აიღეს სტარტი, მაგრამ მაინც შეაღწიეს ქულათა ზონაში.
საერთო ჩათვლაში სებასტიან ფეტელმა ფერნანდო ალონსოს გაუსწრო და ახლა ექვსქულიანი უპირატესობით ლიდერობს. მესამეადგილოსანი კიმი რაიკონენის ჩამორჩენა კი უკვე 48 ქულამდე გაიზარდა. დაიძაბა სიტუაცია ჰემილტონსა და უებერს შორის - ბრიტანელის უპირატესობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს.
კონსტრუქტორთა თასზე "რედ ბულის" უპირატესობა ერთბაშად 77 ქულამდე გაიზარდა. ავსტრიული საჯინიბოს უახლოესი მდევარი კი არა "მაკლარენი", არამედ "ფერარი" გახლავთ, რომელმაც გუშინდელი წარმატებული რბოლის შემდეგ ექვსი ქულით გაუსწრო ბრიტანელებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-17 ეტაპი ორი კვირის შემდეგ გაიმართება - ისტორიაში მეორედ ჩატარდება ინდოეთის გრანპრი.
კორეის გრანპრი. XVI ეტაპი
იონამი (55 წრე, 308.630 კმ)
1(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:36.28,651 (2 პიტსტოპი)
2(1). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +8,200 (2)
3(4). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +13,900 (2)
4(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +20,100 (2)
5(5). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +36,700 (2)
6(8). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდიან, გერმანია) +45,300 (2)
7(7). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +54,800 (2)
8(16). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +1.09,500 (2)
9(21). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1.11,700 (2)
10(3). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.19,600 (3)
11(12). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +1.20,000 (2)
12(14). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.24,400 (2)
13(10). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +1.29,200 (2)
14(15). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.34,900 (1)
15(17). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +1.36,900 (2)
16(18). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე (2)
17(19). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (2)
18(20). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე (2)
19(24). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე (2)
20(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 19 წრე (1)
21(22). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 38 წრე
22(13). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 38 წრე
23(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 54 წრე
24(11). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 55 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 215 (4 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 209 (3); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 167; 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 153 (3); 5. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 152 (2); 6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 131 (2); 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 93 (1); 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 88; 9. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 81; 10. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 66; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 50; 12. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 45; 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 44; 13. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 43; 15. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 33 (1); 16. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 25; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 12; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 9.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 367; 2. ფერარი - 290; 3. მაკლარენი - 284; 4. ლოტუსი - 255; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერი - 116; 7. ფორს ინდია - 89; 8. უილიამსი - 58; 9. ტორო როსო - 21.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"