"ფერარიმ" "რედ ბულის" პილოტ სებასტიან ფეტელთან კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"ფერარიმ" კონტრაქტი გააფორმა "რედ ბულის" პილოტ სებასტიან ფეტელთან, - იტყობინება BBC იტალიურ გუნდში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. ხელშეკრულება 2014 წლიდან შევა ძალაში. ასე რომ, გერმანელი პილოტი "ფერარიში" ბრაზილიელ ფელიპე მასას შეცვლის, რომლისთვისაც შემდეგი სეზონი ბოლო იქნება იტალიური საჯინიბოს რიგებში.

გარდა ამისა, იტყობინებიან, რომ ფეტელის კონტრაქტის ძალაში შესვლა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გამოვა "ფერარი" მომავალ სეზონში.
სებასტიანის "ფერარიში" გადასვლის ინიციატორი ფერნანდო ალონსო გახდა, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით აქვს ხმის უფლება პარტნიორის არჩევის დროს. უფრო ადრე ესპანელმა ვეტო დაადო "სკუდერიაში" ლუის ჰემილტონის გადასვლას.

"რედ ბული" ჯერჯერობით უარყოფს ფეტელსა და იტალიურ გუნდს შორის მოლაპარაკებების ფაქტს და ხაზს უსვამს იმას, რომ გერმანელს ავსტრიულ საჯინიბოსთან 2014 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი, თუმცა გერმანელის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომელიც მას ურთიერთობის ნაადრევად გაწყვეტის უფლებას აძლევს.

* * *
ამასობაში გერმანელ ნიკო ჰიულკენბერგის ადგილზე "ფორს ინდიაში" სამი პილოტი აცხადებს პრეტენზიას, რომლებსაც ფორმულა 1-ში გამოსვლის გამოცდილება აქვთ. როგორც იცით, ჰიულკენბერგს უწინასწარმეტყველებენ "ზაუბერში" სერხიო პერესის ადგილს, ხოლო "ფორს ინდიაში" გამონთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე პრეტენზიას აცხადებენ - ადრიან სუტილი, ხაიმე ალგერსუარი ან სებასტიან ბუემი.

* * *

ფრანგი პილოტი რომენ გროსჟანი 2013 წელსაც გააგრძელებს გამოსვლას "ლოტუსში". ამის შესახებ საჯინიბოს შეფმა ერიკ ბულიემ გამოაცხადა.

"გვინდა დავამშვიდოთ რომენი მისი მომავლის გამო, - მოჰყავს BBC-ს ბულიეს სიტყვები. - ის გააგრძელებს გამოსვლას ჩვენს გუნდში, თუმცა ოფიციალური განცხადების გაკეთება ჯერ ნაადრევია. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს - კონტრაქტი, მხარეების თანხმობა... მხოლოდ ხელმოწერები აკლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული