ფეტელის დომინირება
- სებასტიან ფეტელი პირველი მრბოლელია, რომელმაც ამ სეზონში ზედიზედ სამი ეტაპი მოიგო. ის სინგაპურის გრანპრის 23-ე წრიდან მოყოლებული კორეის გრანპრის ფინიშამდე ლიდერობდა - 145 წრე ან 804 კოლომეტრი - ეს ყველაზე ხანგრძლივი ლიდერობაა ფორმულა 1-ში ბოლო 20 წლის განმავლობაში.
- 20 წლის წინ ყველაზე ხანგრძლივი ლიდერობა ნაიჯელ მენსელს ჰქონდა - ზედიზედ 235 წრე ან 1016 კილომეტრი ედგა სათავეში პელოტონს.
- ზედიზედ ლიდერობის აბსოლუტური რეკორდი ალბერტო
კვალიფიკაცია
- კარიერაში მარკ უებერის მე-11 პოული 30-ეა ავსტრალიელი პილოტებისთვის და მე-200 "რენოს" ძრავებისთვის.
- მეორე სასტარტო პოზიციის მფლობელმა ფეტელმა 47-ედ დაიწყო რბოლა პირველი რიგიდან, რითაც მეშვიდე ადგილი გაიყო საერთო რეიტინგში დეიმონ ჰილთან.
1. მიხაელ შუმახერი 116
2. აირტონ სენა 87
3. ალენ პროსტი 86
4. ნაიჯელ მენსელი 56
5. ხუან მანუელ ფანხიო 48
5. ჯიმ კლარკი 48
7. სებასტიან ფეტელი 47
7. დეიმონ ჰილი 47
9. ლუის ჰემილტონი 45
10. ნელსონ პიკე 44
- ზედიზედ მეორე რბოლაში "რედ ბულის" პილოტებმა პირველი ხაზიდან აიღეს სტარტი - ეს მეჩვიდმეტედ მოხდა გუნდის ისტორიაში.
- ფერნანდო ალონსოს მეოთხე სასტარტო პოზიცია - საუკეთესოა ესპანელისთვის ივლისის შემდეგ.
- ჯენსონ ბატონი სეზონში მეოთხედ ვერ მოხვდა კვალიფიკაციის ფინალში.
რბოლა
- კარიერაში 25-ე მოგებით სებასტიან ფეტელი საერთო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფ ჯიმ კლარკსა და ნიკი ლაუდას გაუთანაბრდა. ხოლო პოდიუმზე 43-ედ ასვლით ფეტელი ჯეკი სტიუარტს გაუთანაბრდა.
1. მიხაელ შუმახერი 91
2. ალენ პროსტი 51
3. აირტონ სენა 41
4. ნაიჯელ მენსელი 31
5. ფერნანდო ალონსო 30
6. ჯეკი სტიუარტი 27
7. ჯიმ კლარკი 25
7. ნიკი ლაუდა 25
7. სებასტიან ფეტელი 25
- "რედ ბულმა" თავისი არსებობის ისტორიაში მეთორმეტე დუბლი ჩაიწერა აქტივში. გარდა ამისა, ამ გუნდის პილოტებმა პირველი რიგიდან აიღეს სტარტი და საუკეთესო წრეც დააფიქსირეს - ასეთი დომინირება ფორმულა 1-ში საფრანგეთის 2008 წლის გრანპრის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ასეთი შედეგი "ფერარის" ჰქონდა.
- ფერნანდო ალონსომ ზედიზედ 51 რბოლა ჩაატარა ისე, რომ მის ბოლიდს მექანიკური პრობლემა არ შექმნია - ეს ისტორიაში სიგრძით მესამე მსგავსი სერიაა. ესპანელი ბოლოს რბოლას 2010 წელს მალაიზიაში გამოეთიშა, როცა "ფერარის" ძრავა დაიწვა. აქამდე 51 რბოლა ტექნიკური პრობლემის გარეშე ლუის ჰემილტონმა ჩაატარა.
- კიმი რაიკონენმა კარიერაში 171-ე გრანპრი ჩაატარა და გაუთანაბრდა საერთო რეიტინგში 21-ე ადგილზე მყოფ ნიკი ლაუდას.
- "უილიამსმა" ზედიზედ მეორედ ვერ შეძლო კორეაში ქულების მოპოვება.
- ნიკო როსბერგი კარიერაში პირველად გამოეთიშა ზედიზედ ორ რბოლას ავარიის გამო.
- 2009 წლის შემდეგ ჯენსონ ბატონი პირველად გამოეთიშა რბოლას პირველ წრეზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"