ოფიციალურად: ნიუ ჯერსის გრანპრი გადაიდო

AutoSharing Option
ნიუ ჯერსის სადებიუტო გრანპრი, რომელიც მომავალ წელს იყო დაგეგმილი, 2014 წლის სეზონისთვის გადაიტანეს. ეს ინფორმაცია ტელეარხ Eurosport-ზე დაადასტურა ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა.

"შემდეგ წელს რბოლა არ გაიმართება, - განაცხადა ექლსტოუნმა. - ზამთარი ნიუ იორკში - არასახარბიელო სეზონია და ორგანიზატორები ვერ მოასწრებენ სამუშაოების დასრულებას".

ბერნიმ ეტაპის გაუქმებაზე პასუხისმგებლობა კატეგორიულად გადააბარა ამერიკულ მხარეს: "მათ ვადები ვერ დაიცვეს. არსებობს უამრავი პრობლემა და ორგანიზატორებმა ყველაფერი სწორად ვერ გათვალეს. ბოლო დროს, ისინი გააქტიურდნენ, მაგრამ უკვე გვიან იყო".

2013 წლის კალენდრის წინასწარი ვარიანტის თანახმად,
ნიუ ჯერსის გრანპრი 16 ივნისისთვის იყო დაგეგმილი. ახლა, არ არის გამორიცხული, რომ საგაისო სეზონი 19 რბოლამდე შემცირდეს, თუმცა არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, კალენდარში დააბრუნონ თურქეთის გრანპრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული