შეგახსენებთ, რომ ბრიტანული საჯინიბო "მერსედესის" ძრავებს 1995 წლიდან იყენებს.
"მაკლარენისთვის" ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება გახდეს "ჰონდას" ძრავებზე გადასვლა, მით უმეტეს, რომ 2014 წელს ძალაში შედის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ექვსცილინდრიანი ტურბირებული ძრავების გამოყენებას ითვალისწინებს.
"თვალს ვადევნებ წესებს და თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, ფორმულა 1-ში აუცილებლად დავბრუნდებით", - განაცხადა ცოტა ხნის წინ "ჰონდას" ერთ-ერთმა
"გაზეთ "სანის" ცნობით, "მაკლარენი" მართლაც მზად არის შეწყვიტოს თანამშრომლობა "მერსედესთან" და "ჰონდასთან" დაიწყოს პარტნიორობა.
"აღარ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ "მაკლარენი" განვიხილოთ "მერსედესის" კლიენტის რანგში", - წერს ერთ-ერთი ანონიმური წყარო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"