2013 წელს მისი პარტნიორის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა...
"ჩვენ ვაკვირდებოდით ნიკოს გამოსვლებს და ის ყოველთვის ახდენდა შთაბეჭდილებას - GP2-ის სერიაში და ფორმულა 1-ში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია მისი პოული 2010 წელს ბრაზილიაში, რომელიც რთულ პირობებში მოიპოვა - ნიკომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ბოძებული შანსის გამოყენება.
მაგრამ ერთი საქმეა - ეპიზოდური წარმატება და მეორე - სტაბილური შედეგები. ამ მიმართებაში ჩვენ გვჯერა ნიკოსი.
"ზაუბერი" ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელშიც ახალგაზრდა პილოტები ხშირად აღწევენ კარგ შედეგებს - მოუთმენლად ველი ჩვენი მუშაობის დაწყებას და შევეცდები, გავაგრძელო ეს ტენდენცია.
გუნდი ყოველთვის პროგრესირებს, ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრს მივაღწევთ", - განაცხადა ჰიულკენბერგმა, რომელიც ამჟამად "ფორს ინდიას" ღირსებას იცავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"