მიხაელ შუმახერს ცათამბჯენები ექნება

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, რომ "მერსედეს-რეისინგი" ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს გამოსათხოვარ საჩუქარს უმზადებს. 

კერძოდ, გერმანული ავტოკონცერნი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს იმ ბოლიდს გადასცემს, რომლითაც შუმიმ მონაკოს გრანპრიზე პოული მოიპოვა. ამ მანქანის ფასი დაახლოებით მილიონი ევროა.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მიხაელ შუმახერი სერიოზულ საკომისიოებს მიიღებს მისი სახელის სარეკლამო-მარკეტინგული მიზნებით გამოყენების სანაცვლოდ.

ასე მაგალითად, გერმანული დეველოპერი ACI real estate მთელ მსოფლიოში იწყებს ცათამბჯენების აშენებას, რომელთა სახელწოდება იქნება - Michael Schumacher World Tower.

ერთ-ერთი ასეთი შენობის მშენებლობა უკვე დაიწყო ინდოეთის დედაქალაქ დელიში. შენობის სიმაღლე
დაახლოებით 99 მეტრი იქნება და მის შიგნით განთავსდება ლუქსის კლასის უზარმაზარი ბინები.

ცათამბჯენის სახურავზე გამოისახება გერმანელი პილოტის გვარის პირველი ასო. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მალე დაიწყება აბუ დაბისა და დუბაიში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული