ფეტელი თუ ალონსო? - ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი პილოტი შემორჩა

AutoSharing Option
სეზონის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე გავაანალიზოთ საჭირო პირობები, რომელთა წყალობითაც შეძლებენ ჩემპიონობის მოგებას დარჩენილი პრეტენდენტები.

აბუ დაბის შემდეგ საჩემპიონო რბოლას ოფიციალურად გამოეთიშნენ ლუის ჰემილტონი, მარკ უებერი და კიმი რაიკონენი. ახლა ტიტულისთვის მხოლოდ ორი პილოტი იბრძვის: სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო.

სებასტიანს ერთი რბოლის მოგება და მეორეში მინიმუმ მეექვსე ადგილზე გასვლა სჭირდება და ამით ის გაინაღდებს გამარჯვებას.

გარდა ამისა, ფეტელს შეუძლია ვადაზე ადრე გახდეს ჩემპიონი, თუ მოიგებს აშშ-ის გრანპრის, ხოლო ალონსო მეხუთე ადგილზე ზემოთ ვერ აიწევს.

გერმანელის ვადაზე ადრე გაჩემპიონების სხვა
ვარიანტები:

- ფეტელის მეორე ადგილი და ალონსო არ უნდა გავიდეს მერვე ადგილზე ზემოთ;

- ფეტელის მესამე ადგილი და ალონსოს უქულო ფინიში ან გამოვარდნა.

ალონსოს კი აუცილებლად სჭირდება ორი მოგება და ის ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ჩემპიონი. ან კიდევ, პირველ რბოლაში გავიდეს პირველ ადგილზე და მეორეში - მეორეზე იმის იმედად, რომ ფეტელი, შესაბამისად, არ ავა მეორე და მესამე ადგილებზე ზემოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული