ნიკი ლაუდა: ჩემპიონს სან პაულუში გავიცნობთ

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპია დარჩენილი და გენერალურ კლასიფიკაციაში სებასტიან ფეტელის უპირატესობა ფერნანდო ალონსოზე 10 ქულას შეადგენს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარული ავსტრიელის ნიკი ლაუდას აზრით, "რედ ბულის" მანქანები უკონკურენციოდ არიან და თუ დარჩენილ ორ რბოლაში ეს გუნდი ყველაფერს სწორად გააკეთებს, ალონსოს არ დარჩება მოქმედი ჩემპიონის გასწრების შანსი.

- შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ აბუ დაბიში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნიზირებადი რბოლა ვიხილეთ?
- რა თქმა უნდა. რთული იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ ფეტელი ბოლო ადგილიდან პოდიუმზე ასვლას შეძლებდა, რაიკონენი
დაბრუნების შემდეგ პირველ რბოლას მოიგებდა, ხოლო რბოლაში მოხდებოდა სერიოზული ავარია, რომელშიც, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

- ვარაუდობით, რომ სებასტიანი ასეთ სასწაულს მოახდენდა?
- მას სწრაფი და კონკურენტუნარიანი მანქანა ჰყავს, ამიტომაც ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის გაუსწრებდა უფრო ნელ მეტოქეებს. გარდა ამისა, მას დაეხმარა ლუის ჰემილტონის გავარდნა.

სხვათა შორის, ის სულელური შეცდომა რომ არა, რის გამოც ფეტელმა წინა ანტიფრთა დააზიანა, ის კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღწევას შეძლებდა.

- როგორი იქნება ტიტულისთვის ბრძოლა?
- არაფერი შეცვლილა. "რედ ბულში" წინა შეცდომებისგან საჭირო დასკვნები გააკეთეს და ყველანაირად ეცდებიან, რომ ბოლო ორმა რბოლამ ტექნიკური თვალსაზრისით იდეალურად ჩაიაროს.

მაშინ ყველაფერი ფეტელზე იქნება დამოკიდებული - მას ყველაზე სწრაფი მანქანა ჰყავს, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ის უპრობლემოდ მოიგებს მესამე ტიტულს.

- მაგრამ ფერნანდო ალონსო არ ნებდება...
- სწორედ ამის გამო უხდიან ფულს და მან ასეთ სტილში უნდა გააგრძელოს. ის ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან "ფერარის" არ შეუძლია "რედ ბულთან" მეტოქეობა.

- შეუძლია თუ არა სებასტიანს ოსტინში ტიტულის გაფორმება?
- არ მგონია. სავარაუდოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონატში კვანძის გახსნა სან პაულუში, სეზონის ბოლო ეტაპზე მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული