"ლოტუსმა" ამ მოვლენასთან დაკავშირებით გრანდიოზული საღამო მოაწყო, სარბოლო სტატისტიკის მოყვარულებმა კი ფინელის გამოსვლა შეისწავლეს და როგორც გაირკვა, წლევანდელ არასრულ სეზონში, 33 წლის რაიკონენმა Castrol-ის რეიტინგში 373-ე პოზიციიდან პირველ ათეულში შეაღწია!
უფრო მეტიც, დარჩენილ ორ რბოლაში კიმის უფრო მაღლა ასვლა და მეხუთე ადგილზე მყოფი ჯენსონ ბატონის შევიწროება შეუძლია.
თუმცა ამ საკითხს 25 ნოემბერის შემდეგ დავუბრუნდებით, მანამდე უნდა შევაფასოთ - რა გადაადგილებები მოხდა პლანეტის საუკეთესო მრბოლელებს შორის გასული სარბოლო
სებასტიან ფეტელმა დაკარგა ქულები ინდოეთში შარშანდელი ეტაპის გამო. ბოლო 27 თვის განმავლობაში, გერმანელმა მინიმალური რაოდენობის ქულები მოიპოვა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ლიდერობა შეენარჩუნებინა სიის სათავეში.
ფერნანდო ალონსომ კი პირიქით, ოდნავ შეავსო თავისი ქულათა მარაგი და მანაც შეინარჩუნა მეორე ადგილი. რაც შეეხება მარკ უებერს, აბუ დაბიში ავარიის გამო მან ვერ შეძლო შარშანდელი მეოთხე ადგილის შენარჩუნება და მესამე ადგილზე გაუშვა სებასტიან ლოები.
ასევე ვერ მიაღწია ბოლო რბოლაში ფინიშამდე ნიკო როსბერგმა, რის გამოც ის მე-14 ადგილიდან მე-18 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. სამაგიეროდ, ფელიპე მასამ ორი საფეხურით აიწია ზემოთ და ახლა, პლანეტის საუკეთესო პილოტებს შორის 24-ე ადგილზეა.
ქვეყნების ჩათვლაში სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა: გერმანია ისევ უსწრებს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ავსტრალიასა და ბრიტანეთს. საინტერესოა, რომ ესპანეთი მხოლოდ მე-7 ადგილზეა - ფერნანდო ალონსოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყავს ძლიერი "მეორე ნომერი". მაგალითად, ფინელები კიმი რაიკონენისა და რალისტი მიკო ჰირვონენის წყალობით, მეექვსე ადგილზე არიან.
რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 22 232
2. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 105
3. ს. ლოები (რალი) 18 631
4. მ. უებერი (ფორმულა 1) 18 447
5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 242
6. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 370
7. უ. პაუერი (IndyCar) 16 305
8. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 16 074
9. კ. რაიკონენი (ფორმულა 1) 15 412
10. ა. ლოტერერი (ლე მანი) 14 834
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"