გერმანელის გაჩემპიონება შესაძლებელი იქნება სამი პირობის შემთხვევაში: ფეტელი იგებს რბოლას, ალონსო კი ვერ შედის პირველ ხუთეულში; ფეტელი მეორე მიდის ფინიშთან, ალონსო კი ვერ ადის მეცხრე ადგილზე ზემოთ; ფეტელი მესამე ადგილზეა, ალონსო ვერ იკავებს ადგილს მე-11 პოზიციაზე ზემოთ.
თუმცა ოსტინის ავტოდრომი სულ ახალია, ამიტომაც ვერ მივანიჭებთ სებასტიანს ნაადრევად უპირატესობას. რაც შეეხება კონსტრუქტორთა თასს, "რედ ბული", სავარაუდოდ, აშშ-ის გრანპრიზე გაიფორმებს გუნდურ ტიტულს.
ჩატარების ადგილი - ოსტინი, აშშ
წრის სიგრძე - 5 516 მ
საუკეთესო წრე - რბოლა პირველად ტარდება
საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 255
2. ალონსო (ფერარი) - 245
3. რაიკონენი (ლოტუსი) - 198
4. უებერი (რედ ბული) - 167
5. ჰემილტონი (მაკლარენი) - 165
6. ბატონი (მაკლარენი) - 153
7. მასა (ფერარი) - 95
8. როსბერგი (მერსედესი) - 93
განრიგი
16 ნოემბერი, 19:00 - I პრაქტიკა
16 ნოემბერი, 23:00 - II პრაქტიკა
17 ნოემბერი, 19:00 - III პრაქტიკა
17 ნოემბერი, 22:00 - კვალიფიკაცია
18 ნოემბერი, 23:00 - რბოლა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"