აშშ-ის ტრასებზე ექვსჯერ გარკვეულა ჩემპიონის ვინაობა

AutoSharing Option
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სებასტიან ფეტელს აქვს შანსი, აშშ-ის ეტაპზე ვადაზე ადრე გაიფორმოს ტიტული.

ბევრს მიაჩნია, რომ სპექტაკლი ბოლომდე გაგრძელდება და ჩემპიონის ვინაობა მომავალ კვირას, ბრაზილიაში გაირკვევა, მაგრამ ფორმულა 1-ის ისტორიაში ყოფილა ექვსი სეზონი, როცა ტიტულის ბედი სწორედ ამერიკულ მიწაზე გადაწყდა. ბოლოს ასეთი რამ ზუსტად 30 წლის წინ მოხდა...

1959

სერბინგში სეზონის ფინალურმა ეტაპმა ჩემპიონის ტიტული ჯეკ ბრებემს მოუტანა: ბოლო მეტრებზე ის თავის მანქანას აწვებოდა და ამ ხერხით უწია ფინიშს მეოთხე პოზიციაზე.

1970

იოხენ რინდტმა, რომელიც მონცაში 5 სექტემბერს დაიღუპა, ერთი
თვის შემდეგ, 4 ოქტომბერს, უოტკინს-გლენში სიკვდილის შემდეგ მოიპოვა ტიტული, როცა მისმა კონკურენტმა ჟაკი იქსმა მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

1974

უოტკინს-გლენის ფინალურ ეტაპზე სამ პილოტს ჰქონდა ჩემპიონობის მოგების შანსი, მაგრამ ჯოდი შექტერი დისტანციას ჩამოშორდა, კლეი რეგაცონიმ სამი პიტსტოპი ჩაატარა და ქულები ვერ აიღო. ასე რომ, ემერსონ ფიტიპალდის ეყო მეოთხე ადგილზე გასვლა ჩემპიონობის მოსაპოვებლად.

1977

ტიტულის ბედი ისევ ვადაზე ადრე უოტკინს-გლენში გადაწყდა. ნიკი ლაუდა 1977 წელს აშშ-ის გრანპრიზე დიდი უპირატესობით ჩავიდა. ასე რომ, მეოთხე ადგილმაც კი მას ჩემპიონობა მოუტანა.

1981

ლას ვეგასის ფინალური ეტაპის წინ ნელსონ პიკესა და კარლოს როიტემანს შორის სხვაობა ერთი ქულა იყო. კარლოსს უპირატესობა ჰქონდა და პოულიდან აიღო სტარტი, მაგრამ მალე ჩამორჩა, პიკემ კი წინ გასვლა მოახერხა და პირველად მოიგო ჩემპიონის ტიტული.

1982

ამ წელსაც ყველაფერი ფინალურ რბოლაში გადაწყდა - ლას ვეგასის ეტაპზე კეკე როსბერგს მეხუთე ადგილი ეყო იმისთვის, რომ მოეპოვებინა ტიტული ლეგენდარულ სეზონში, რომელშიც ფინელმა მხოლოდ ერთი რბოლა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული