აშშ-ის გრანპრის წინ: დღეს ყველაფერი მზად იქნება

AutoSharing Option
ტექსასის Circuit of the Americas-ის ავტოდრომზე გამალებით ემზადებიან ფორმულა 1-ის სადებიუტო რბოლისთვის: სრულდება ბოლო სამუშაოები, გუნდები ბოქსებში, სასტუმრო ზონებსა და მათთვის განკუთვნილ სხვა ადგილებზე მკვიდრდებიან, სერვისის სამსახური იმარაგებს პროდუქტებს, სასმელებსა და სასუვენირო პროდუქციას.

სატელევიზიო ბრიგადამ, რომელიც რბოლის ტრანსლაციაზეა პასუხისმგებელი, ტრასის გარშემო საკუთარი კომუნიკაციები გაიყვანა.

წინასწარ განსაზღვრულ წერტილებში დამონტაჟდა ოცზე მეტი სატელევიზიო კამერა. მუშები ასრულებენ დროებითი ტრიბუნების მონტაჟს, ავტოდრომის გარშემო დაკიდეს საჭირო ნიშნები და განცხადებები, წესრიგში მოჰყავთ კომპლექსის დიდი ტერიტორია.

"ნამდვილი ქაოსი სუფევს, მაგრამ თანდათან ვუახლოვდებით მიზანს", - ამბობს ავტოდრომის ვიცე-პრეზიდენტი
ჟიული ლოინონი.

კვირის დასაწყისისთვის ექვსმა ბოინგმა ოსტინის აეროპორტში ასობით ტონა ტვირთი და ტექნიკური მოწყობილობა ჩაიტანა. დანარჩენი ტვირთი დანიშნულების ადგილას უფრო ადრე აშშ-ში საზღვაო გზით ჩაიტანეს.

"მანქანები, აგრეთვე სხვა მოწყობილობა, რომელიც ბოქსებში გამოიყენება, საჰაერო გზით ჩამოვიტანეთ, - ამბობს "კატერჰემის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ტომ უები. - დილით სრულად დამონტაჟდა IT-ინფრასტრუქტურა, მოწყობილია ბოქსები და ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის".

საერთო ჯამში, "კატერჰემის" ქონება, რომელიც ოსტინში ჩაიტანეს, დაახლოებით 70 ტონას იწონის.

არანაკლებ მასშტაბურია იმ კომპანიების მზადება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ 120 ათასი მაყურებლის გამოკვება.

ამისთვის ავტოდრომის ტერიტორიაზე გეგმავენ კვების 500 წერტილის განთავსებას, მათ შორის 80 ისეთ ზონას, სადაც მომსახურება უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული. სულ ამ სფეროში ავტოდრომზე დაახლოებით 1200 ადამიანი იმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული