ფორმულა 1 გაისად HRT-ის გარეშე იქნება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, 2013 წლის სეზონში ფორმულა 1-ის ჩემპიონატზე ერთი გუნდით ნაკლებს ვიხილავთ.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დაასრულა საჯინიბოებისგან განაცხადების მიღება და როგორც გაირკვა, ესპანურმა HRT-მ არ დაადასტურა მომავალ წელს ჩემპიონატში გამოსვლა.

HRT-ის მადრიდის ოფისში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, გუნდის ხელმძღვანელი ლუის პერეს-სალა ინტერვიუებს არ იძლევა იქამდე, სანამ არ გაირკვევა საჯინიბოს გასხვისების ან დახურვის საკითხი; მაგრამ HRT-ის ტექნიკური დირექტორის, ანტონიო კუკერელას რეპლიკის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ მალე ესპანელები ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

"ოთხი წლის წინ მეგობარს ფორმულა 1-ის გუნდის შექმნა შევთავაზე. დღეს კი,
სამი სეზონის გავლის შემდეგ, HRT-ის ისტორიაში ბოლო ფურცელი იწერება"
, - ამბობს კუკერელა.

გუნდის დახურვის შემთხვევაში, HRT პირველი გუნდი იქნება "სუპერაგურის" შემდეგ (2008), რომელიც ჩემპიონატს დატოვებს.

* * *
განაცხადების შეტანის ვადის ამოწურვის შემდეგ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ 2013 წლისთვის საგანაცხადო სია გამოაქვეყნა. მასში არ არის შესული HRT. გარდა ამისა, შეტანის მომენტში ყველა გუნდს ჯერ არ აქვს დადასტურებული მომავალი სეზონისთვის შემადგენლობა.

სრულად ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული სასტარტო სია ასე გამოიყურება:

1. სებასტიან ფეტელი - რედ ბული
2. მარკ უებერი - რედ ბული
3. ფერნანდო ალონსო - ფერარი
4. ფელიპე მასა - ფერარი
5. ჯენსონ ბატონი - მაკლარენი
6. სერხიო პერესი - მაკლარენი
7. კიმი რაიკონენი - ლოტუსი
8. დაუდასტურებელი - ლოტუსი
9. ნიკო როსბერგი - მერსედესი
10. ლუის ჰემილტონი - მერსედესი
11. დაუდასტურებელი - ზაუბერი
12. დაუდასტურებელი - ზაუბერი
13. დაუდასტურებელი - ფორს ინდია
14. დაუდასტურებელი - ფორს ინდია
15. პასტორ მალდონადო - უილიამსი
16. ვალტერი ბოტასი - უილიამსი
17. დაუდასტურებელი - ტორო როსო
18. დაუდასტურებელი - ტორო როსო
19. დაუდასტურებელი - კატერჰემი
20. დაუდასტურებელი - კატერჰემი
21. დაუდასტურებელი - მარუსია
22. დაუდასტურებელი - მარუსია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული