"დიდი ცირკის" მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს მიაჩნია, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა შეცდომა დაუშვა, როცა ფორმულა 1-ში დაბრუნება გადაწყვიტა. ბერნის თქმით, მსოფლოს შვიგზის ჩემპიონის შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მან კონტრაქტი გააფორმა გუნდთან, რომელსაც არ ჰყავდა კონკურენტუნარიანი მანქანა.
"თუ უახლოეს წარსულს გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ შუმახერი არ უნდა დაბრუნებულიყო. რა შედეგები ექნებოდა, "რედ ბულში" ან "ფერარიში" რომ მოხვედრილიყო? ვფიქრობ, როცა ის "მერსედესთან"
ვფიქრობ, რომ შუმახერი წელს ნებისმიერ შემთხვევაში დაასრულებდა კარიერას - მისი წასვლა არ უკავშირდება ამ გუნდში ლუის ჰემილტონის გადასვლას. თავად ბრიტანელს კი რამდენიმე ვარიანტი გააჩნდა: "მაკლარენში" დარჩენა, გაცილებით სუსტ გუნდში გადასვლა ან "მერსედესში" ტრანსფერი", - ამბობს ექლსტოუნი.
* * *
სულ სხვა მიზეზით აკრიტიკებენ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს "ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლო და "რენოს" ყოფილი შეფი ფლავიო ბრიატორე. დე მონტეძემოლომ შუმახერი იმის გამო გააკრიტიკა, რომ სეზონის ბოლო რბოლაში - ბრაზილიის გრანპრიზე მიხაელმა უბრძოლველად გაატარა სებასტიან ფეტელი. დი მონტეძემოლოს სოლიდარობას უცხადებს ბრიატორე.
"ბრაზილიაში შუმახერი ცუდად მოიქცა. ცხადი იყო, რომ მას ერჩივნა, ჩემპიონობა "რედ ბულს" მოეპოვებინა და არა "ფერარის", - განაცხადა იტალიელმა.
ბრიატორემ ასევე კომენტარი გაუკეთა თეორიულ შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი, შესაძლოა, თანაგუნდელები იყვნენ: "ეს იდეა მხოლოდ გონებაში იარსებებს. რეალურად, ერთ გუნდში ასეთი შემადგენლობა ნამდვილი კატასტროფა იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"