უცნაური კანონზომიერება: მიხაელ შუმახერი და რიცხვი "7"

AutoSharing Option
"მერსედესის" პრესსამსახურმა გაანალიზა თავისი ყოფილი პილოტის მიხაელ შუმახერის გამოსვლების სტატისტიკა და ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივიდა.

გამოიკვეთა უცნაური კანონზომიერება: როგორც აღმოჩნდა, რიცხვი "7" ლეგენდარული გერმანელისთვის გარკვეულ როლს თამაშობს.

მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ 2012 წლის სეზონი, რომელიც ბოლო აღმოჩნდა მიხაელის კარიერაში. მაშ ასე...

შუმი 43 წლისაა (4+3=7), ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია, გამოდიოდა ბოლიდით, რომლის ნომერი იყო "შვიდი" და საერთო ჩათვლაში დააგროვა 49 ქულა (7x7).

როგორ მოიპოვა მან ეს ქულები? საერთო რაოდენობის 49% (7x7) მიიღო ოთხი მეშვიდე ადგილის სანაცვლოდ. რვა შედეგიანი რბოლიდან შვიდში ქულები
ისე მოიპოვა, რომ პირველ სამეულში არ შესულა.

გარდა ამისა, სეზონის განმავლობაში შვიდჯერ ვერ მივიდა ფინიშთან, კარიერაში თავის ბოლო გრანპრიზე კი მეშვიდემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

თუ გავიხსენებთ ფორმულა 1-ში შუმახერის წინა მიღწევებს, იქაც შეიძლება ვიპოვნოთ ამავე კანონზომიერების დამადასტურებელი მაჩვენებლები: მიხაელს დღემდე ეკუთვნის რეკორდი ზედიზედ მოგებული ეტაპების რაოდენობით. რთული მისახვედრი არ არის, რომ ასეთი გამარჯვება შვიდი იყო.

სხვა რეკორდები უკავშირდება ერთ ტრასაზე მოგებულ რბოლებს. მაგალითად, მონრეალის ტრასაზე ის შვიდჯერ მივიდა ფინიშზე პირველი. 2006 წელს, მიხაელ შუმახერმა წააგო ტიტული ფერნანდო ალონსოსთან იმის მიუხედავად, რომ იმ სეზონში შვიდი გრანპრი მოიგო.

სხვათა შორის, 1991 წლის აგვისტოში, როცა მას "ჯორდანის" ბოლიდით დებიუტი ჰქონდა ფორმულა 1-ში, სპაზე თავის პირველ კვალიფიკაციაში... მე-7 ადგილი დაიკავა.

და ბოლოს, ალბათ, შემთხევითობა არ არის, რომ ეს სტატისტიკური კოლაჟი "მერსედესმა" 7 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაააა
avtuko
23:01 08-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული