სებასტიან ფეტელი - საპატიო აინტრახტელი

AutoSharing Option
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი თავისი საყვარელი საფეხბურთო კლუბის - "აინტრახტის" საპატიო გულშემატკივარი გახდა.

კლუბის პრეზიდენტმა პიტერ ფიშერმა სებასტიანს გულშემატკივართა კლუბის სამუდამო წევრობის ბარათი გადასცა.

"ჩვენი გუნდის დაარსების წელია - 1899, ამიტომაც კლუბში სამუდამო წევრობა 1899 ევრო ღირს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ფორმულა 1-ის პილოტები არც ისე მდიდარი ადამიანები არიან, ამიტომაც გადავწყვიტეთ სებასტიანისთვის საჩუქრის გაკეთება, - იხუმრა პიტერ ფიშერმა. - ეს ჩემი იდეა იყო".

სებასტიან ფეტელს ისღა
დარჩენოდა, მადლობა გადაეხადა "აინტრახტის" პრეზიდენტისთვის:

"ძალიან მადლიერი ვარ ასეთი საჩუქრისთვის და გუნდს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

ბიჭები შესანიშნავ შედეგებს აჩვენებენ. მე ამას ვლაპარაკობ არა როგორც ექსპერტი, არამედ, როგორც გულშემატკივარი, რომელიც მათ თამაშს ადევნებს თვალს.

თუ ისინი ჩემპიონატს იმ პოზიციაზე დაასრულებენ, რომელიც ახლა უკავიათ, ეს ნამდვილი სენსაცია იქნება".

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 15 ტურის შემდეგ, "აინტრახტი" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული