მაგალითად, სებასტიან ფეტელმა ვერ მოიგო რბოლა ვალენსიაში, სადაც გენერატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო გამოეთიშა ბრძოლას. ლუის ჰემილტონს არ გაუმართლა ბარსელონაში (მისმა გუნდმა დაუშვა შეცდომა კვალიფიკაციაში), სინგაპურსა და აბუ დაბიში (გაფუჭდა გადაცემათა კოლოფი და ელექტროობა)... ამ შემთხვევაში, ლუისს ექნებოდა შვიდი გამარჯვება, ფეტელს - ხუთი, ჯენსონ ბატონს - ოთხი და მარკ
რეალური სურათი კი ასეთი იყო - ფეტელს ხუთი მოგება, ჰემილტონს - ოთხი, ფერნანდო ალონსოსა და ბატონს - სამ-სამი, უებერს - ორი, ნიკო როსბერგს, პასტორ მალდონადოსა და კიმი რაიკონენს - თითო.
ეს ვარაუდები შემდეგ ფაქტორებს ეფუძნება: რომ არა ბატონის პრობლემები ჩინეთში პიტსტოპის დროს, მაშინ ის და არა როსბერგი მოიგებდა რბოლას.
ბარსელონაში მთავარ პრიზს არა მალდონადო, არამედ ჰემილტონი აიღებდა, რომელიც პოულიდან სტარტის შემდეგ დომინირებდა ტრასაზე; ვალენსიაში გაიმარჯვებდა ფეტელი და არა ალონსო, სინგაპურში - ჰემილტონი და არა ფეტელი, აბუ დაბიში კი ჰემილტონი და არა რაიკონენი.
თუ გამოვრიცხავთ საიმედოობის პრობლემებსა და გუნდების შეცდომებს, მივიღებთ უფრო ნათელ სურათს ბოლიდებისა და პილოტების კონკურენტუნარიანობის მხრივ.
რომ არა ტექნიკური მიზეზებით რბოლებიდან გამოვარდნა, ბოლო ეტაპის წინ ლიდერად ფეტელი მოგვევლინებოდა. მასთან 13-ქულიანი ჩამორჩენა ექნებოდა ჰემილტონს, ალონსო კი უკვე ვეღარ მიიღება მონაწილეობას საჩემპიონო რბოლაში, რადგან ფეტელთან 56 ქულით იქნებოდა ჩამორჩენილი.
თუ ბრაზილიის რბოლის შედეგებს გავითვალისწინებთ, ჩემპიონი ფეტელი გახდებოდა 298 ქულით. ჰემილტონს მასზე ორით მეტი მოგება ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ 277 ქულით დაასრულებდა ჩემპიონატს.
მაგრამ სან პაულუს რბოლაში, სანამ ნიკო ჰიულკენბერგი ჰემილტონს დაეჯახებოდა, ლუისს ექნებოდა სეზონში მერვე რბოლის მოგებისა და პირად ჩათვლაში ფეტელის გასწრების შანსი - 302 ქულა სებასტიანის 296 ქულის წინააღმდეგ. უებერს რომც გაეტარებინა ფეტელი, გერმანელი მხოლოდ 298 ქულას დააგროვებდა.
ჰიულკენბერგი რომ არ შეჯახებოდა ჰემილტონს, არამედ სუფთად აევლო მისთვის გვერდი, მაშინ ლუისი წააგებდა ფეტელთან საერთო ჩათვლას ერთი ქულით.
თუმცა ლუისს ეცოდინებოდა, რომ გამარჯვებას შეეძლო მისთვის ტიტული მოეტანა და დარჩენილი 17 წრის განმავლობაში ძალიან დაძაბულ ბრძოლას ვნახავდით, ვიდრე რეალურად იყო სან პაულუს ტრასაზე.
როგორც ვთქვით, მეტოქეთა ტექნიკური პრობლემების გარეშე ალონსო და "ფერარი" ვერ იბრძოლებდნენ ბოლო რბოლაში ტიტულისთვის, მაგრამ ჩემპიონატის რეალური შედეგები ლაპარაკობენ იმაზე, რომ "ფერარის" საიმედოობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა. "მაკლარენს", პირიქით, ამ მხრივ ძალიან უჭირდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"