ბოსებმა ფერნანდო ალონსო აირჩიეს

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ, ბრიტანული Autosport-ის ჟურნალისტები გუნდების ხელმძღვანელთა ტრადიციულ გამოკითხვას ატარებენ. საჯინიბოების ბოსებს სთავაზობენ სეზონის საუკეთესო პილოტთა ათეულის შედგენას.

კენჭისყრა ფარულია და პილოტებს ქულები ენიჭებათ ტრადიციული სქემით: 25-18-15-12-10-8-6-4-2-1.

ბოლო წლებში, ამ გამოკითხვაში მხოლოდ სებასტიან ფეტელი ან ფერნანდო ალონსო იმარჯვებდნენ.

2009 წელს, გუნდების ხელმძღვანელებმა უპირატესობა ფეტელს მიანიჭეს, 2010 წელს - ალონსოს, 2011 წელს - ისევ ფეტელს. ახლა, ისევ ესპანელის ჯერი დადგა, თანაც, "ფერარის" პილოტმა დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს.

გამოკითხვამ ასეთი შედეგები მოიტანა:

1. ფერნანდო ალონსო 269
2. სებასტიან ფეტელი 198
3. ლუის ჰემილტონი 177
4. კიმი რაიკონენი 176
5. ჯენსონ ბატონი 104
6. მარკ უებერი 66
7. ნიკო ჰიულკენბერგი 50
8. ნიკო როსბერგი 30
9. სერხიო პერესი 30
10. ფელიპე მასა 27

"ჩემთვის სასიამოვნოა, რომ სწორედ გუნდების ბოსებმა მაღიარეს საუკეთესოდ, - აღნიშნა ალონსომ. - მომავალ წელს ტიტულის მოგებას ვისურვებდი, საჯინიბოების ხელმძღვანელებმა კი სხვა ვინმე დაასახელონ თავიანთ რჩეულად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული