ჟან ალეზი ავტოსპორტიდან საბოლოოდ წავიდა

AutoSharing Option
სახელოვანმა ფრანგმა ავტომრბოლელმა ჟან ალეზიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

2012 წელს ვეტერანმა ძალები მოსინჯა ლეგენდარულ რბოლაში, რომელსაც "ინდიანაპოლისის 500 მილი" ჰქვია, მაგრამ იქ იმედგაცრუება ელოდა.

ალეზიმ განაცხადა, რომ ისევ სურდა 2013 წელს სტარტზე გასვლა, მაგრამ ყველანაირი გარემოება მის წინააღმდეგ არის.

"ვასრულებ კარიერას, - ამბობს ჟან ალეზი "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - რენდი ბერნარი მზად იყო, დამხმარებოდა მომავალ სეზონში, მაგრამ დატოვა ინდიკარის ხელმძღვანელის პოსტი. ამიტომაც სიტუაცია გართულდა.

როცა სტიუარდებმა ბოლო რბოლაში შავი დროშა ამიფრიალეს, გავნაწყენდი და მაშინვე მოვისურვე ინდიკარის სერიაში სეზონის მაღალ
დონეზე ჩატარება.

გუნდსაც ჰქონდა ინტერესი, მაგრამ მე მზად არ აღმოვჩნდი კვლავ სპონსორების მოსაზიდად".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული