სებასტიან ფეტელი საუკეთესო ევროპელი სპორტსმენია

AutoSharing Option
26 დეკემბერს პოლონურმა საინფორმაციო სააგენტომ Polska Agencja Prasowa-მ გამოაქვეყნა ტრადიციული გამოკითხვის შედეგები.

პოლონელებმა 55-ედ გამოავლინეს ევროპის საუკეთესო სპორტსმენი. ამისთვის მათ გამოკითხეს ევროპული სააგენტოების 26 ჟურნალისტი.

გამარჯვებული გახდა "რედ ბულის" გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი, რომელიც წელს მესამედ გახდა ფორმულა 1-ის ჩემპიონი.

ფეტელმა 137 ქულა დააგროვა და შვიდით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ბრიტანელ ველომრბოლელს ბრედლი უიგინსს, რომელმაც 2012 წელს ტურ დე ფრანსი და ლონდონის ოლიმპიადა მოიგო.

126 ქულით მესამეზე აღმოჩნდა 5 და 10 ათას მეტრზე სირბილში ლონდონის თამაშების ჩემპიონი, ბრიტანელი მოჰამედ ფარა.

* * *

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო AP ტრადიციულად ავლენს წლის საუკეთესო სპორტსმენს და გამონაკლისი არც 2012 წელი ყოფილა. თავდაპირველად, ამ სააგენტოს ჟურნალისტებმა გამოავლინეს ქალებს შორის ლაურეატი.

ეს გახლავთ 16 წლის ამერიკელი გაბრიელა დუგლასი, რომელმაც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო ინდივიდუალურ მრავალჭიდში. გარდა ამისა, პირველი ადგილი დაიკავა ერთ-ერთი სახეობაში.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა ცურვაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი მელისა ფრანკლინი, ხოლო მესამეზეა ასევე აშშ-ის წარმომადგენელი, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული