ყოველ წელს მცირდება ევროპული ეტაპების რიცხვი, მათ ნაცვლად ჩნდება ახალი რბოლები აზიაში, მაგრამ ეს არ იწვევს ფორმულა 1-ში ამ ქვეყნებიდან პილოტების გამოჩენას.
2013 წლისთვის, ორი აზიური ქვეყანა - ინდოეთი და იაპონია
გასაკვირია, მაგრამ 1950 წელს, ფორმულა 1-ის პირველ სეზონში, რომელიც ექვს გრანპრის აერთიანებდა, ყოველ რბოლაში მონაწილეობდა ადგილობრივი პილოტი. ანტირეკორდი დამყარდა 1966 წელს, როცა 2013 წლის მსგავსად, მხოლოდ ხუთ ეტაპზე გავიდა სტარტზე მასპინძელი ავტომრბოლი.
ის სეზონი ცხრა რბოლისგან შედგებოდა, ასე რომ, ადგილობრივებმა მონაწილეობა მიიღეს რბოლების 55.6 პროცენტში. 2013 წელს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 26.3 პროცენტი იქნება.
* * *
"მაკლარენი" აგრძელებს მოლაპარაკებებს იაპონულ "ჰონდასთან" თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რომელიც ძრავების მოწოდებას უკავშირდება.
ბრიტანული გუნდს სწორედ "ჰონდას" იმედი აქვს 2014 წელს, როცა შეიცვლება ფორმულა 1-ის ტექნიკური რეგლამენტი.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "ჰონდა" "მაკლარენთან" თანამშრომლობის განახლებას მხოლოდ 2015 წელს აპირებს, ამიტომაც, ბრიტანელებს 2014 წელს საშუალედო ვარიანტი ექნებათ მოსაძებნი.
სავარაუდოდ, ამ პერიოდში "მაკლარენი" "მერსედესის" ძრავებს გამოიყენებს, თუმცა ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარეები დაასრულებენ ურთიერთობას 2013 წლის სეზონის შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"