ფორმულა 1-ის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საშობაო და საახალწლო ზეიმი დასრულდა და ფორმულა 1-ის გუნდები ბაზებზე ბრუნდებიან ზამთრის ტესტებისთვის მოსამზადებლად.

ამჯერად, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტში სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა. ბევრმა მანქანამ უკვე გაიარა აუცილებელი კრაშ-ტესტი, ასე რომ, წესით, 5 თებერვალს ესპანეთის ხერესში ყველა გუნდი უნდა შეიკრიბოს. სწორედ ამ დღეს გაიმარება ზამთრის პირველი ტესტები.

2011 და 2012 წლების სეზონში გუნდებს ტესტებისთვის 15 დღე გამოუყვეს, მაგრამ გასულ წელს 12 ვარჯიში სეზონის წინ გაიმართა და კიდევ სამი - მაისში. ამჯერად, გუნდებმა მხოლოდ 12 დღე მიიღეს სეზონისთვის მოსამზადებლად. ტესტების დაწყებამდე
ერთი დღით ადრე, 4 თებერვალს, გუნდების უმრავლესობა 2013 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდის პრეზენტაციას მოაწყობს, თუმცა რამდენიმე გუნდი ამის გაკეთებას უფრო ადრე გეგმავს.

სულ დაგეგმილია ტესტების სამი ოთხდღიანი სერია - ოთხ დღეს გუნდებს იმუშავებენ ხერესში, შემდეგ რვა დღეს - ბარსელონაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2013 წელს ფორმულა 1-ის უცნაური სეზონი გველის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული