"რედ ბულის" პილოტი მარკ უებერი წასვლაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის წრეებში დადის ჭორები იმის შესახებ, რომ 2013 წლის ბოლოს "რედ ბულის" ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი დაასრულებს "დიდ ცირკში" კარიერას.

27 აგვისტოს მარკი 37 წლის გახდება და ამბობენ, რომ 2014 წელს მის ადგილს ავსტრიულ საჯინიბოში "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის რომელიმე მონაწილე დაიკავებს.

უებერს ესმის, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ GP International-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის რთული იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება...

"დროის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ვიცი, რომ ის რთული იქნება -
ეს ცხადზე ცხადია.

წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ძალიან ნაადრევი არ უნდა იყოს, როცა ჯერ ისევ გრძნობ, რომ რაღაცის დამტკიცება შეგიძლია. მაგრამ ეს მომენტი იქამდე არ უნდა გაგრძელდეს, როცა უკვე არასაკმარისად სწრაფი იქნები და წარმოიქმნება პრობლემები ისეთ საკითხებში, რომელსაც ადრე იოლად წყვეტდი.

ასაკთან ერთად, სიბრძნე რჩება, მაგრამ მიხვედრილობა იკლებს. უნდა გესმოდეს, რომ ერთხელ არასაკმარისად კონკურენტუნარიანი გახდები იმისთვის, რომ ლიდერებს თანაბრად ებრძოლო. სწორედ მაშინ უნდა გაჩერდე", - აცხადებს უებერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის გრანპრის შემდეგ: ცუდი რბოლა "რედ ბულისთვის"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ქებას და არაერთხელ დაამტკიცა რომ საუკეთესო მრბოლია
avtuko
17:49 04-01-2013
0

სიახლეები პოპულარული